• რეკლამა
  • კონტაქტი
17:55, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მოხსნებსა თუ გადაადგილებებში რომ არ ერევა ივანიშვილი, ამის დასტურია ტიკარაძის გადადგომა… არ გამოვრიცხავ, როგორც გახარიას ზარებს აღარ პასუხობდა, ისე აღარ უპასუხა ტიკარაძესაც” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:28 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.

– ეს ყველაფერი რაც მოხდა, ეკა ტიკარაძის გადაყენება, კახა კუჭავას გადადგომა თუ გადაყენება, მის ადგილას შალვა პაპუაშვილის დანიშვნა და  მომავალი სამთავრობო ცვლილებები, რაც მეც გარდაუვლად მეჩვენება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხდება და მოხდება? ფიქრობთ, რომ ივანიშვილი არ ერევა „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაში?

– არა, ბიძინა ივანიშვილი არ ერევა. ის რომ ჩარეულიყო, ჯანდაცვის მინისტრს რომ გამოქომაგებოდა, მაშინ, ვფიქრობ, ეკა ტიკარაძე პოსტზე დარჩებოდა და მიუხედავად ირაკლი ღარიბაშვილთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებისა, შეძლებდნენ თანაარსებობას. შესაძლოა, ამდენი ვერც კი გაგვეგო მათი დაპირისპირების შესახებ. ტიკარაძე ისე გაუშვა ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი კი არა, არავინ გამოსარჩლებია.  ეს პირდაპირ ივანიშვილის ჩაურევლობაზე მიანიშნებს. არა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ტელევიზორიდან არ გაიგებდა ტიკარაძის გადაგომას. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს პირადად თუ არ შეხვდა, რამენაირად მიაწვდენდა ხმას ტიკარაძე, ჩააყენებდა ღარიბაშვილთან დაპირისპირების მიზეზების საქმის კურსში, მაგრამ ვერ მიიღო მისი მხარდაჭერა, არ ჩაერია ივანიშვილი მათ კონფლიქტში. ხომ გახსოვთ, გიორგი გახარიამ რომ თქვა, ბოლოს  ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა ივანიშვილიო. შესაძლოა, აქაც იგივე მოხდა.

– კი განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მეორედ გადადგა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან – მე გარედან დავაკვირდები პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ვნახავ, ვინ ვის აჯობებს და  გუნდში ვინ დაწინაურდებაო. დავიჯერო, ეს დრო დადგა?

– კი, კი, ეგ დრო დადგა და რადგან შორიდან უყურებს პროცესებს ბიძინა ივანიშვილი, მისი გადასაწყვეტი არ იქნება, ვინ დაწინაურდება. ივანიშვილმა ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიცილა და ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ამ ბოლო პერიოდში, მისი განცხადებებიდან გამომდინარე,  მართლა  დამოუკიდებელ პრემიერ–მინისტრად იქცა. ამას ხელი ოპოზიციის დასუსტებამ და დაქსაქსულობამაც შეუწყო. ოპოზიციის ამ მდგომრეობაში ჩაგდებასაც საკუთარ დამსახურებად თვლის. გუნდს აღარ ახსენებს ღარიბაშვილი, ყველაფერს საკუთარ დამსახურებად თვლის. ვიმეორებ, ღარიბაშვილი კიდევ უფრო აპირებს გაძლიერებას, საამისოდ სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს და ამ ყველაფერს, ბრძოლას ძალაუფლებისთვის, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს – ბოლოს პარლამენტსაც გააკონტროლებს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიდავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved