• რეკლამა
  • კონტაქტი
19:16, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ლიდერისგან მზადდება “რუსული საქართველოს” პოლიტიკური ლიდერი – სააკაშვილის მორიგი მიმართვა

ალია ავტორი - ალია
14:45 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით – კრემლის გეგმებსა და სცენართან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2009 წელს, ანაკლიის ტერიტორიის წაღება რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. მე პირადად კი, იქ დიდი პორტის მშენებლობის საბოლოო გადაწყვეტილება 2011 წელს მივიღე, მანამდე მხოლოდ იდეა მქონდა. გამოდის, რომ რუსებმა წინმსწრებად მოინდომეს ღრმაწყლოვანი ყურის მიტაცება.

მაშინ მათ გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ, გამყოფი ხაზის გასწვრივ აგვიფეთქეს წალენჯიხის გამგებელი და ბომბი დადეს სენაკის რკინიგზაზე. ასევე, ბათუმში აგვიფეთქეს სპეცრაზმის უფროსი. ტერაქტების შეჩერება ბაიდენთან ჩემი ორჯერ შეხვედრისა და მასთან და ობამასთან რამდენიმე სატელეფონო ზარის შედეგად მოხერხდა, რის შემდეგაც ობამა ორჯერ ესაუბრა პუტინს ამ თემაზე საკმაოდ მკაცრად. ამ დიპლომატიის შედეგად შეწყდა ტერაქტები, ბორდერიზაცია ცხინვალის რეგიონში და ხაზის გადმოსწვრივ.

საჩხერის რაიონში, სოფელ პერევში, გადმოწეული “საზღვარი” უკან გადასწიეს და ხელი აიღეს ანაკლიის და ენგურის კაშხლის წაღებაზე.

ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები ბევრი არავინ იქნება – “ჩვენ ხომ აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი რუსეთსა და დასავლეთს შორის”. რუსებს თითქმის დამთავრებული აქვთ “სამხრეთ ოსეთის” ბორდერიზაცია და ახლა ისინი დაკავებულები არიან დამატებითი 200 კვ. კმ-ით, რომელშიც შედის თრუსოს ხეობაც, მოტაცებით.

რუსეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცხინვალის ანექსიით და ანაკლიის მიერთებით. მათ იციან, რომ ეს ნაბიჯები გამოიწვევს თბილისში არეულობას და ამისთვისაც აქვთ მომზადებული ინფრასტრუქტურა შეიარაღებულ ძალებში ჩანერგილი აგენტურის, სუს-ის, ალტ.ინფოსა და სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის ეკლესიაში ჩანერგილი მე-5 კოლონის მეშვეობით. ასევე, “ოცნების” ერთ-ერთ წამყვანი პოლიტიკოსის მეშვეობით, რომელიც ცნობილია фсб-ს ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო ურთიერთობით. ამ ლიდერისგან მზადდება ღიად გაცხადებული, “რუსული საქართველოს” პოლიტიკური ლიდერი.

ასეთია რუსული გეგმა. ჩვენ უნდა ვივარგოთ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავასწროთ და “უარესი” თავიდან ავიცილოთ.” ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved