• რეკლამა
  • კონტაქტი
09:27, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ხიდს დღემდე ირაკლის ხიდს ეძახიან” – ფოტო

ალია ავტორი - ალია
17:32 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ჟურნალისტს შორენა მარსაგიშვილის წერილს აზიარებს სოციალურ ქსელში:

“თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზის გახსნის თარიღი ჯერ ისევ უცნობია. ხელისუფლების უმაქნისობა რომ არა, ეს გზა მაისის შუა რიცხვებშივე უნდა ყოფილიყო გახსნილი.

ისტორია, რომელსაც ახლა მოგიყვებით ასევე თუშეთის გზას უაკვშირდება და იმას ცხადყოფს, რომ მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

ომალოსა და შენაქოს შორის სამანქანე გზა კი არის, მაგრამ წლების წინ შენაქოში მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. ან ფეხით უნდა გადაგევლო აქაფებული ალაზნის თავზე დაკიდებული მოქანავე, საცალფეხო ხიდი, ანდა სატვირთო მანქანით უნდა გასულიყავი მთის სწრაფ მდინარეში.

თუშეთის ალაზანი ხან ისე ცოფდებოდა, რომ სატვირთო მანქანებისთვის ძარაც კი მოუგლეჯია.

ცხენითაც შეიძლებოდა იქ მოხვედრა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მდინარე ადიდებული არ იყო.

ერთხელ შენაქოში ირაკლი ოქრუაშვილიც მოხვდა. მაშინ ის მინისტრი იყო. შენაქო რომ მოეწონა ეს გასაკვირი არაა _ აქაურობა მართლა მიწიერი სამოთხეა, ისევე როგორც მთლიანად თუშეთი.

ადგილობრივებსაც დაუმეგობრდა და გასაჭირზეც ჩაეკითხა. შენაქოელებმა უთხრეს, რომ ხიდის პრობლემა გვაქვსო.

წინა ხელისუფლების ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, ხიდის პრობლემა მოგვარდებაო.

ასეთი ბევრი დაპირება ბევრი ჰქონდათ მოსმენილი და არ დაიჯერეს. თანაც ოქრო თავდაცვის მინისტრი იყო და ხიდის შენება სულ არ იყო მისი საქმე.

ცოტა ხანში შენაქოში ხიდისთვის საჭირო მასალა აიტანეს და ალაზანზე რკინის ხიდიც აღმართეს.

ამ ხიდს დღემდე ირაკლის ხიდს ეძახიან.

2006 წელს დადგმული ხიდი გასულ წელს დაზიანდა, მდინარემ სამაგრები გამოაცალა. ამ ზაფხულს ამ ხიდზეც გავლა შეუძლებელი იქნება. ხელისუფლება სავარაუდოდ ასეთი წვრილმანისთვის ვერ მოიცლის.

და რაც მთავარია, ამ ხიდთან დაკავშირებით ოქრუაშვილს არსად გაუჟღერებია ინფორმაცია, სხვანაირად რომ ვთქვათ თავი არ გაუპიარებია.

ეს ისტორია მხოლოდ იმიტომ მოგიყევით, რომ მეთქვა მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

წელს არც გზა ჩანს და არც კვალი.”

თეგები: ირაკლი ოქრუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved