ადვოკატი ლუკა თურქაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, რომ პუტინმა უკრაინის აღების ოპერაცია წლების წინ დაგეგმა:
“ჩემი ბავშვობის მეგობარი იცავს კიევს, ბლოკპოსტზეა.
დღეს, ერთ-ერთი შეტევისას დაიჭირეს და დაატყვევეს 4 რუსი.
საინტერესო ამ ისტორიაში გახლავთ ის, რომ საბუთები, რომელიც თან ჰქონდათ, ადასტურებს შემდეგს:
ოთხივე მათგანი უკრაინაში შესულია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აღებული აქვთ ბინადრობის უფლება და ცხოვრობდნენ კიევის მიმდებარე პატარა ქალაქში, სრული შეიარაღებით და სპეცრაზმის გამოცდილებით.
ამ ღორმა, უკრაინის აღების ოპერაცია წლების წინ დაგეგმა“, – წერს ფეისბუკმომხმარებელი.
კომენტარები