“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი გუშინ 4 საათისთვის დაუდასტურდა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მკურნალობას განაგრძობს. თეონა თავს ნორმალურად გრძნობს და მისი მდგომარეობა ვირუსის ფონზე დამაკმაყოფილებელია.
როგორც თეონა ცხომელიძემ კურიერთან საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიოლოგებთან საუბრისას, თითქმის დადასტურდა, რომ მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანია.
“სიცხე არ მაქვს, ერთადერთი, რაც მაწუხებს და რაც აქამდე არ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ, არის ზურგის გაუსაძლისი ტკივილი და სახსრების, ისე რომ ღამე არ მეძინა. შესაძლოა მქონდეს ფილტვების გართულება ან სხვა რამე, ჯერ არ ვიცი, ამას მოგვიანებით მეტყვიან.
ბოლოს რომ ვესაუბრე ეპიდემიოლოგებს, თითქმის დადასტურდა, რომ ეს იყო თაკო ჩარკვიანთან ჩემი კონტაქტი, ეს იყო ერთი კვირის წინ, პარასკევს. ის იყო სტუმრად დღის კურიერში და აცილება შეუძლებელი იყო, რადგან სტუდიაში პირბადეების გარეშე ვმუშაობთ. გადამდები ვყოფილვარ 6 ან 7 სექტემბრიდან. ყველაზე დიდი წრე არის სამსახური სამწუხაროდ. ჩემს ოჯახის წევრებზე დაველოდები პასუხებს, განსაკუთრებით ბავშვებზე ვნერვიულობ,” – განაცხადა თეონა ცხომელიძემ “კურიერთან” საუბრისას.
კომენტარები