• რეკლამა
  • კონტაქტი
17:40, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ “ადვოკატებში” არიან ე.წ. “ცნობადი სახეებიც” – დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად უნდა დავწერო!” – გიორგი ფანცულაია

ალია ავტორი - ალია
18:18 10-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
578

ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:

დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად უნდა დავწერო!
მხოლოდ ბოლო ექვს თვეში არის შვიდი კონკრეტული შემთხვევა, რაც უშუალოდ მე ვიცი (თორე ისე იქნება უამრავი), როცა ადვოკატმა კლიენტს მისცა გარანტია შედეგზე და სანაცლოდ აიღო ჰონორარი.
გარდა იმისა, სულ რომ დარწმუნებული იყო შედეგში, ამას კანონი კრძალავს! კლიენტს მისცე გარანტია! ასევე აღვნიშნავ, რომ არც ერთი ეს საქმე არ იყო 50% იანი იმედის მატარებელიც კი.
ასეც მოხდა, ორი უკვე დასრულდა ნეგატიური შედეგით და ხუთი დიდი ალბათობით ასეთივე შედეგით დასრულდება…
რომ არ ვფიქრობდე, ეს ფაქტები კიდევ გარძელდება, ჩავთვლიდი რომ რაც იყო იყო და არაუშავს, მაგრამ ზუსტად ვიცი წინ უამრავი მსხვერპლი კლიენტი (მოქალაქე) იქნება ასეთი “ადვოკატებისგან”.
გასაოცარი ისაა, ამ “ადვოკატებში” ხშირად არიან ე.წ. “ცნობადი სახეებიც”… ზოგი ალბათ მეგობრებშიც მყავს ?…
საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მინდა ვთქვა, “ადვოკატი” რომელიც გაძლევს შედეგზე გარანტიას, ის იმთავითვე მატყუარაა, რომელიც მომავალში ისევ მოგატყუებს, როგორც კი დასჭირდება.
მეორეს მხრივ ასეთ კატეგორიის “ადვოკატებს” მივმართავ!
ამორალურია მსგავის ქმედება და რა თქმა უნდა ეს არის კანონის დარღვევა!…
გასაჭირში მყოფი ადამიანი, რომელიც შენთან მოდის რათა უშველო და მას დახმარების ნაცვლად დამატებით ატყუებ და აზარალებ, ეს ძალზედ მდაბიო საქციელია და ასევე ამით ადვოკატის ინსტიტუტის ავტორიტეტს ანადგურებ!
P.S. სულ რომ დარწმუნებული ვიყო შედეგში და ამავე დროს კანონიც არ მიკრძალავდეს გარანტიის მიცემას, ჩემი მორალი, პრინციპები და ღირებულებები არ მომცემს იმის უფლებას – ვიკადრო და ჩემთან, როგორც ადვოკატთან მოსული ადამიანს მივცე შედეგზე გარანტია და დაპირებით მოხიბლულ მოქალაქეს ჰონორარი გამოვართვა!
P.S.1. მეათე წელია რაც ადვოკატი ვარ და პირველი შემთხვევაა, როცა ადვოკატზე ნეგატივს ვამბობ.
უბრალოდ მსურს ამ საკითხში საზოგადოების ცნობიერება ავამაღლო, რომ კიდევ ახალი მსხვერპლი არ იყოს “ადვოკატისგან”
P.S.2. ცუდია ის, რომ თითქმის ყველა ადვოკატმა იცის ასეთი ფაქტები, მაგრამ კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე არ ამბობს ამ ყველაფერს.
(ისევე როგორც დიდხანს მეც ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან)
P.S.3. კოლეგებო დროა რაღაცეები საჯაროდ ვთქვათ! რომ ასეთ ადვოკატებს მინიმუმ დისკომფორტი შეექმნას და დავიცვათ ჩვენი პროფესიის რეპუტაცია და ავტორიტეტი!
თეგები: გიორგი ფანცულაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved