• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ადგილზე თავს ორჯერ დამესხნენ, ეს ადამიანი აშკარად ფსიქოპატია, დაგვიშინა ქვები – რას ყვებიან მოქალაქეები

ალია ავტორი - ალია
13:27 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

მთაწმინდის ფერდზე, სადაც 31 წლის შანაი ბრუკის ცხედარი იპოვეს საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მასწავლებლად მუშაობდა პოლიციამ 30-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვა. 

უცნობია რა გზით მოხვდა ახალგაზრდა ქალი მთაწმინდის მარცხენა ფერდზე, სადაც ბილიკი საკმაოდ რთულად გასავლელია. ტერიტორიაზე ერთი შესასვლელი ეშმაკის ბორბლის მხრიდანაა, მეორე გზა კი ქალაქის, ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან ასასვლელია. 

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის შანაი ბრუკის გარდაცვალების საქმე გახმაურდა სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანის პოსტი გავრცელდა, სადაც ისინი ყვებიან იგივე ტერიტორიაზე როგორ დაესხათ თავს კონკრეტული კაცი. 

მსხვერპლები ყვებიან, რომ კაცი “სლავრური” გარეგნობისაა. 

“ამ ადგილას ორჯერ დამესხნენ თავს, ერთხელ ვიყავი ბავშვთან ერთად, მეორედ მეგობართან. ორივეჯერ დავწერე განცხადება და ახლა ამ ამბის გამო მომხდარი კიდევ ერთხელ გამახსენდა. ეს ადამიანი აშკარად ფსიქოპატია, დაგვიშინა ქვები, ფაქტობრივად სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით.

ახალგაზრდა კაცი იყო, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, არც ისე მაღალი, სპორტული აღნაგობა ჰქონდა, თავისუფლად საუბრობდა რუსულად, დაახლოებით 60 კგ-ზე მეტი იქნებოდა”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე. 

მისი თქმით, კაცს ღია ფერის კანი და თმა აქვს, ის რეგულარუად ვარჯიშობს მთაწმინდაზე, დადის სპორტული ტანსაცმლით და განსაკუთრებით ქალებს და ძაღლებს ერჩის. 

“მთავართან” საუბრისას ალექსანდრე კვახაძე ყვება, რომ მის მეგობარ, ისრაელის მოქალაქე ქალს იმავე ადგილას მთაწმინდაზე თავს დაესხნენ. 

“2020 წლის მაისის თვეში, ჩემ მეგობარ ისრაელის მოქალაქე ქალბატონს ზუსტად იმავე ადგილას, დღისით და მზისით თავს დაესხა მამაკაცი, ის უბრალოდ სასტიკად სცემდა, როგორც თვითონ ამბობს მოსაკლავად სცემდა, მაგრამ ვინაიდან ფიზიკურად ძლიერი და ნავარჯიშები იყო შეძლო მისგან თავის დაღწევა, მიიღო გარკვეული მოტეხილობები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ აცნობა პოლიციას თუმცა პოლიციამ მისი თქმით, ვერ მოახერხა მოძალადის დაკავება”, – ამბობს ის. 

მისივე ინფორმაციით, პოტენციური მოძალადის ფოტოები ზოგიერთ ჯგუფშიცაა გავრცელებული, თუმცა რატომ ვერ შეძლო პოლიციამ მისი დაკავება უცნობია.

წყარო – მთავარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved