• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, შაბათი, 28 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალკოჰოლი, ძვირადღირებული ყავა და ბოლო მოდელის iphone-ბი – თავდაცვის სამინისტროს “ვნებები”

ალია ავტორი - ალია
22:21 02-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,618

“ნოდარ მელაძის საბათის” ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 23 სექტემბრიდან 26 დეკემბრამდე, კომპანია Apple-ის წარმოებული 12 iphone შეიძინა, და ჯამში 51 ათას ლარზე მეტი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს,  კორპორაცია “ეფლმა”, აიფონ 14-ის მოდელი წარმოადგინა.  პრეზენტაციიდან ათ დღეში კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, “ეფლ სითისგან”  4 აიფონ 14 პრო იყიდა. ოთხივე შავი, ჯამში 18 ათას 396 ლარად.

კანონის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, 51 ათას ლარად, ბოლო მოდელის აიფონების ყიდვის დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე აეტვირთა, თუმცა საბუთები გააქრეს.

მხოლოდ ორი კონტრაქტით, რომელიც თავდაცვის სამინიტრომ 2022 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში გააფორმა, ჯარის ფულით სამინისტროს, 44 კილოგრამი ყავა და კიდევ 1560 ყავის კაფსულა აქვს ნაყიდი. 

მედიის მტკიცებით, მინისტრმა 2022 წელს 1562 ბოთლი ღვინო, 420 ბოთლი არაყი, 30 ბოთლი მუხაში დავარგებული ჭაჭა და 20 ბოთლი სარაჯიშვილის კონიაკი იყიდა.

ასამდე კონტრაქტში, რომელიც თავდაცვის მინისტრმა არ გაასაჯაროა, არის  “გუდვილთან” და “კარფურთან” გაფორმებული ხელშეკრულებებიც, მაგალითად, ერთი შოპინგი გუდვილში 60 ათასი ლარი დაჯდა. “კარფურშივე” შეუკვეთეს სასაჩუქრე კალათებიც.  170 საახალწლო სასაჩუქრე კალათის დამზადება, 17  ათას 714 ლარი დაჯდა.

 

თეგები: თავდაცვის სამინისტრო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved