• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალექსანდრე ჟღენტი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
11:27 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ალექსანდრე ჟღენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინოაკადემია ავრცელებს.

“საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ალექსანდრე ჟღენტი – კინორეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – დიდი ერუდიციის მქონე, გამორჩეულად ნიჭიერი და განსხვავებული ხედვის ადამიანი და ხელოვანი.

ბატონი ალექსანდრე კიევის ი. კ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ მოღვაწეობდა კინისტუდია „ქართულ ფილმში“, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1978-1982 წლებში – ამავე კავშირის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა სექციის თავმჯდომარე), წარმატებით მუშაობდა მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, შექმნა ორიგინალური კინემატოგრაფიული ხედვით, პატრიოტული სულისკვეთებით და პოლიტიკური სითამამით გამორჩეული მხატვრული ფილმები „მონადირე“, „ცოტნე დადიანი“ (ორგინალური სცენარით დადგმული პირველი ქართული ისტორიული ფილმი), „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“, მრავალი საერთაშორისო პრიზით დაჯილდოებული საავტორო დოკუმენტური ფილმები: „სტადიონი“, „გურია! „გურია! „გურია!“ და „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!“, „გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში?!“ და „პირველი ეროვნული“, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს ქართული სპორტული კინოს ისტორიაში.

ბატონ ალაექსანდრეს ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ფეხბურთში, შეიქმნა საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის დამოუკიდებელი ფედერაცია, რომელსაც, პრეზიდენტის რანგში, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა.

ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბატონმა ალექსანდრე ჟღენტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „გაუმარჯოს პრეზიდენტს!“. როგორც საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელი ქართული კინოს რეფორმას, მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა დემოკრატიულ საფუძველზე ქართული კინოს ორგანიზაციული მოწყობის კონცეფცია და დოკუმენტი და შეიქმნა „საქართველოს ეროვნული კინოკორპორაცია“.

ალექსანდრე ჟღენტის საცენარებით გადაღებულია მოკლერმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ფანჯარა“, დოკუმენტური ფილმები „მშვიდობით, კაპიტანო!“ და „ბაქანი“. მისი სცენარები „ძლევაჲ საკვირველი“, „მე ვარ სტადიონი“, „ვაზის ჭირიმე, ვაზისა!“, „ნიკე“, „გუნდა და ნაალა“, „მგელიკა ხუცარაული“, „დათვი მთვარიან ღამეში“ გამოქვეყნებულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში.

საქართველოს კინოაკადემია უსამძიმრებს ბატონი ალექსანდრე ჟღენტის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელს საქართველოს”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved