• რეკლამა
  • კონტაქტი
04:13, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, მესამე ტალღაც იქნება – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
16:24 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა:

„ზოგადად, კორონავირუსს თავისი გავრცელების პოტენციალი აქვს. ამ ვირუსის გავრცელების პოტენციალი მერყეობს 3-დან 4-მდე. როდესაც ეს ციფრი ხელოვნურად ერთს ქვემოთ ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში, ქვეყანაში ეპიდემია წყდება. ჩვენთან ბოლო 2-3 კვირაა, ეს მაჩვენებელი 0,8-0,9-მდე მერყეობს. ეპიდემიის აღმავალი მრუდი შეწყვეტილია, მაგრამ რამ ჩამოწია ვირუსის გავრცელების შესაძლებელობა? ამაზე მოქმედებს ფაქტორები. ყველაზე ძლიერი ფაქტორებია შემზღუდავი ღონისძიებები, მობილობის შემცირება, სამედიცინო პირბადის ტარება, ასევე არის ვაქცინაციის ფაქტორიც.

თუმცა, ჩვენთან ჯერჯერობით ვაქცინაციის კომპონენტი ამოვარდნილია. ეს მასშტაბს დიდხანს ვერ მიაღწევს, რადგან მოსახლეობის 60%-ის აცრა სჭირდება. ამიტომ, ამ ვირუსს გავრცელებაში ხელი რომ შევუშალოთ და 3-4-ზე ისევ არ ავიდეს, გვაქვს ერთი მხრივ, პირბადის ტარება, რომელიც 95%-ზე უნდა ავიყვანოთ, (ახლა არის 72%) მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შემზღუდავი ღონისძიებები იხსნება, ვირუსი ისევ დაიწყებს გავრცელებას. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 95% პირბადეს მაქსიმალურად გამოიყენებს, ვირუსი იარსებებს და იცირკულირებს, ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, აღმავალი მრუდი, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. ახლა რეალურად გვაქვს 400, 500 და 600 შემთხვევა, თუ მოსახლეობის 95% პირბადეს გამოიყენებს, შეიძლება მესამე ტალღის მაქსიმალურმა ციფრებმა მიაღწიოს 1 200-ს, 1 500-ს ან მაქსიმუმ 2 ათასს. ვირუსის გავრცელება იქნება, მაგრამ იმდენად დიდი არა, რომ ისევ ჩაკეტვები იყოს საჭირო. მესამე ტალღა 1 500 და 2 ათას მაჩვენებელს არ უნდა ასცდეს, თორემ თუ გასცდა, რამდენიმე დღეში 3 ათასი და 4 ათასიც არ აყოვნებს“

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved