საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში წერს:
,,ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმა, შუღლის გაღვივება, დაშინება და უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია, ისევე როგორც უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა.
ყველასთვის ნათელი და კარგად დოკუმენტირებულია, რომ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა საქართველოში, ბათუმში, საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, ისროდნენ სხვადასხვა საგანს, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს და დააშავეს სამი პოლიციელი, რასაც 16 პირის დაკავება მოჰყვა. ეს ყველაფერი ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობისას დაიწყო, რომ აღარაფერი ვთქვათ გამოფენილ მიუღებელ ლოზუნგებსა და ბანერებზე.
როგორც ელჩი, რომელიც ღრმად იყო შეშფოთებული მშვიდობიანი ისრაელელი გულშემატკივრების უსაფრთხოებითა და სიცოცხლით – რომლებმაც მთელი ეს გზა ბათუმამდე მხოლოდ საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად გამოიარეს მატჩზე, რომელსაც „ბეშიქთაში“ მათი გუნდის წინააღმდეგ მასპინძლობდა – ალბათ გესმით სიტუაციის სიმძიმე. როდესაც ძალადობა იფეთქებს ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის გარშემო, უმთავრესი მოვალეობაა იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ქომაგები დაცულნი და უსაფრთხოდ იყვნენ.
„ბეშიქთაშის“ რადიკალი გულშემატკივრების ქცევისთვის „სპორტულ არენაზე განხორციელებული ტერორიზმის“ წოდება ზუსტად აღწერს სპორტულ ღონისძიებაზე მომხდარი მსგავსი ძალადობრივი არეულობის არსს და ეს არ წარმოადგენს სამართლებრივ ბრალდებას. სპორტი თავისუფალი უნდა დარჩეს ძალადობისგან, დაშინებისა და პოლიტიკური პროვოკაციებისგან. როდესაც ფანები ნეიტრალურ სტადიონს აგრესიის სცენად აქცევენ, სწორედ დუმილი იქნებოდა ნამდვილი უპასუხისმგებლობა.
ქვეყნებს შორის ღრმა მეგობრობას საუკეთესოდ სწორედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის უარყოფა ემსახურება და არა მისი გამართლება”.











კომენტარები