„ენმ-ს“ ლიდერი, ნიკა მელია:
„უზნეო და ამორალური დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გრძელდება. ისევ ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა. არაადამიანური ზეწოლის შედეგად, ექიმ გოგორიშვილს ისე შეაცვლევინეს პოზიცია, სსრკ გაგახსენდებოდა!
დააკვირდით, როგორ აკონტროლებს და აჩუმებს ვიღაც x ტიპი ექიმს, ზედმეტი რომ არ წამოცდეს! არადა მისი პოზიცია მკაფიოა – სააკაშვილის რეაბილიტაცია თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი!
რაც უფრო უსინდისოდ მოიქცევით – მით უფრო მწვავე ფორმას მივცემთ პროტესტს!“
კომენტარები