მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა, როდესაც მის მიერ დაწერილ ტექსტზე მოაწერინა ხელი. მედიკოსის განცხადება გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა მალხაზ ურთქმელიძემ საჯაროდ წაიკითხა:
“მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნ. გვარამიას გუშინდელ განცხადებასთა, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყელაფერი მიზანად ისახავს მსახედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორ ექიმის დისკრედიტაციას”
მოგვიანებით, კომენტარი უშუალოდ ნინო გოგორიშვილმაც გააკეთა და თქვა:
“ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი უცხოეთში, სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება”
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი საჯაროდ წაიკითხა. ოქმის თანახმად, მკურნალი ექიმი სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას დაუშვებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი მკურნალობა საზღვარგარეთ, თავისუფლების პირობებეში უნდა მოხდეს. გვარამიას თქმით, ოქმს თავად აწერს ხელს მკურნალი ექიმი. ასევე, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მკურნალმა ექიმმა ისე დაწერა ფორმა100 რომ სახელმწიფოს მიერ შედგენილ კონსილიუმსაც არ შეატყობინა.
კომენტარები