• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლო მეგობარი სასამართლოში მოწმედ და პროკურატურის სასარგებლო ჩვენება

ალია ავტორი - ალია
18:22 10-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,440

საქალაქო სასამაართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი მიმდინარეობს. ექსმაღალჩინოსნის საქმეზე ჩვენებას მისი ახლო მეგობარი და თანამშრომელი ჯუბო ტურაშვილი აძლევს.

 

ეკონომიკის სამინისტროში 2019 – ის ბოლოს დავიწყე მუშაობა- ამა წლის 7 ივლისამდე ვიყავი აქ დასაქმებული. სამსახურებრივად ვემორჩილებოდი კურატორს.  ჩემი დანიშვნიდან ძალიან მალე ბატონი რომეო დაინიშნა მინისტრის მოადგილედ რომელმაც კურაცია გაუწია ენერგეტიკულ დარგს. ბატონი რომეო რეპუტაციული პერსონა გახლდათ, მას დარგის ფარგლებში ჰქონდა გამოცდილება. ენერგო პროექტების განვითარება ხდებოდა შესაბამისი დეპარტამენტის მეშვეობით, რომელსაც კურირებდა ბატონი რომეო, შესაბამისად გადაწყვეტილებებსაც იღებდა ბატონი რომეო. სამინისტროში ინახება ყველა იმ პროექტის შესახებ რასაც კერძო სექტორი ავითარებდა, ამ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა ტექნიკურ სამმართველოს შესაძლოა იურიდიულსაც და ასევე მე. ვერტიკალის ნაწილში ჩემიდან ინფორმაცია მიდიოდა ბატონ რომეოსთან, მისგან უკვე მინისტრთან. 

მე რომ დავიწყე მუშაობა, მალევე დაინიშნა ბატონი რომეო და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით “მომავლის ენერგიას” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა რომეო მიქაუტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა დეპარტამენტს. როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, განვითარების მომდევნო ნაბიჯებს, ჩემი თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო, – თქვა პროცესზე ტურაშვილმა. პროცესზე მოწმეს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმაც:

რომეო მიქაუტაძე

– რა ტიპის ურთიერთობა გვქონდა ჩვენ?

ჯუბო ტურაშვილი

– ახლო მეგობრული ურთიერთობა გვქონდა

რომეო მიქაუტაძე

– ჩვენი უფრო ახლო ურთიერთობა იყო თუ სხვებს?

ჯუბო ტურაშვილი

– ჩვენი. რომეო

რომეო მიქაუტაძე

– მქონდა თუ არა დავალება, ოპერატიულები ყოფილიყავით, ასობით დატოვებულ წერილებზე, რაოდენი არასასურველიც არ უნდა ყოფოლიყო, პასუხი გაგვეცა და ინვესტორებს მივხმარებოდით?

ჯუბო ტურაშვილი

– დიახ.

 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved