• რეკლამა
  • კონტაქტი
22:18, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლაც გრიალებს “ნაღები” საზოგადოება, ქორწილებიც ტარდება, ნათლობებიც, დღეობებიც და ა.შ. უნიღბოდ, ყანწებით, ჩახუტებით – ანა ქავთარაძე

ალია ავტორი - ალია
14:18 02-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ექიმი, ანა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“როგორც მოგეხსნებათ, გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი ექიმი, ჩემი, ბოლო წლების აქტივობებით, არც თუ ისე მსუბუქად ვარ ჩართული ბიზნესშიც. ჩემი და ბუკას, ერთობლივი, თავდაუზოგავი შრომის შედეგიც ყველამ იცის, ვინც გვიცნობს- რა, რის ფასად და როგორ! რამდენი ჩავდეთ, ფიზიკურიდან- ფინანსურამდე, ამაზე აღარ დავწვრილმანდები.

გასული წლის მარტის თვეში, მე, როგორც ექიმი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე, აქტიურად ვითხოვდი მთავრობისგან ჩაკეტვებს, არამხოლოდ ბიზნეს-აქტივობების, არამედ საზღვრების და ა.შ. გამოცხადებულზე ადრე დავკეტეთ რესტორანიც, მიუხედვად იმისა, რომ ბევრისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ იანვრის თვიდან, სადეზინფექციო ხსნარები და ნიღბები შევიტანეთ, ავამოქმედეთ დამუშავების გამკაცრებული წესები და ა.შ. ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ, ამ , ხავსმოკიდებულ სისტემას შიგნიდან, რომელშიც გამოვიზარდე-სტუდენტობის ჩათვლით, ზუსტად 20 წლის სტაჟით. ვამბობდი, ვერ გაუძლებს სხვაგვარად ეს სისტმათქო და ვერც გაუძლო!

ჰოდა, ჩაკეტვას ვითხოვდი იმ მიზნით, რომ სახელმწიფო გადასულიყო თავდაცვის რეჟიმში, გაგვეწყვიტა გადაცემათა ჯაჭვი და ქვეყანას ჰქონოდა დრო, მოსამზადებლად -კონტაქტების ძიებისა და იზოლირების, ინფიცირებულთა ნაკადების, ამბულატორიული თუ ჰოსპიტალიზირებული პაციენტების მართვის, ასევე, უცხოური გამოცდილების დაგროვების შემდეგ, გაზიარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესების, პერსონალის აღჭურვის, გადამზადებისა და წრთვნისთვის, სხვადასხვა სცენარების შემუშავებისა და სამოქმედო გეგმების მოსამზადებლად.

ჩვენმა მთავრობამ ჩაგვკეტა, მაგრამ არცერთი, ზემოთჩამოთვლილი არ განახორციელა! არცერთი!!!

და რა მოხდა?!

შევწირეთ ბიზნესი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე, რას?!

უმართაობას! უთავბოლობას, ამპარტავნობასა და ბაქიაობას!

არავინ არ მითხრას, სხვაგანაც იგივე ხდებოდაო!- სხვაგან 1 ქალაქში ცხოვრობს მხოლოდ, მთელი საქართველოს მოსახლეობის ოდენობა, ამიტომ ჩვენ შეგვეძლო ძალიან კარგად, ზედმიწევნით!!! კარგად გვემართა პროცესი და ჩვენი მცირერიცხვოვნობა, ამაში მაინც გამოგვეყენებინა. ასევე, სხვაგან, კომპენსაციები მოიკითხეთ, თითოეული მოქალაქის და ბიზნესის!

გავიხსენით ივნისში, არ შემოვუშვით ტურისტი ნორმალური ქვეყნებიდან, ვაბოგინეთ რუსები, ბლომ-ბლომად შემოვზიდეთ ვირუსი, “დაკრიშულებმა” იხადეს 500 კაციანი ქორწილები, ამუშავეს სასტუმროები, ზედახორებით, ღამის კლუბები ზღვისპირა ქალაქებში. გამოვიწვიეთ, ვირუსის გავრცელების ესკალაცია და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.

ავიღეთ, უზარმაზარი საშვილთაშვილო საგარეო ვალი (გვაკლდა ვითომ, რაში დავხარჯეთ, არ ვიცი, ალბათ,” 200 ლარიანებში”).

გაგვხსნეს და ჩვენც გავხსენით რესტორანი (დიდი ხნის ნანატრი და ნაკოწიწები დანაზოგით, მანქანა რომ ჩამოგვივიდა მარტში, ის გავყიდეთ), ავამუშავეთ და ამ თანხის ბოლო თეთრამდე, ვუხადეთ თანამშრომლებს ხელფასები …. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ყველა რეგულაციას, სამზარეულოში და მის გარეთ, მთელს პერიმეტრზე, კიდევ უფრო მკაცრად ვიცავდით (ეს ყველაფერი რომ ხარჯი იყო, დამატებით, ცალკე საკითხია, არავის აინტერესებდა, რათქმაუნდა), სტუმარს უნიღბოდ არ ვუშვებდით, ვაბანავებდით სადეზინფექციოში, ვატარებდით თერმოსკრინინგს, 6 ადამიანზე მეტს არ ვსვამდით მაგიდასთან, წამოწეული არ იყო სკამიდან, რომ მივუთითებდით ნიღბისკენ. დავიკეტეთ…!

არცერთი!!! ჩვენი თანამშრომელი არ დაინფიცირებულა!

ანუ, არსებობდა 2, პარარელური რეალობა, წესის დამცველი და უწესო!

კარგი, ეს მონაკვეთი გავიაროთ…. ვეღარაფერს ვცვლით, რა ხდება დღეს?!

იმისთვის, რომ გავიხსნათ და გვქონდეს შემოსავალი, გვჭირდება დროული საზოგადოებრივი იმუნიტეტი, საზოგადოების მომზადება ვაქცინაციისთვის, სხავდასხვა საორგანიზაციო საკითხების დაგეგმარება და ზადყოფნაში მოყვანა. ამის პარარელურად, გახსნის გეგმა, რომელიც დაეყრდნობა კვლავ მეცნიერებას, წინასწარ შემუშავებულ, სხვადასხვა სცენარს, მოდელირებას, როგორიც არსებობს უკვე განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენდა საბედნიეროდ , საქართველოშიც აღმოგვაჩნდა მსგავსი რესურსი.

რა ხდება დღეს?! აბსოლუტურად ქაოტური მდგომარეობა, შიმშილი და შიმშილის პირას მისული მოსახლეობა, გაჩერებული ბიზნესი, რომელსაც ყოველდღიურად თითს უქნევენ, მათ თანამშრომლებს 200 ლარს დაკეტვიდან 3 თვის თავზე, სწორედ ახლა მიაშავებენ, დიახ, მიაშავებენ, რადგან სხვა არაფერი ქვია ამ, 200 ლარს. თან იმის პარარეალურად რომ არავის მოუკითხავს, რით ცხოვრობდა ეს ხალხი, უკანასკნელი თვეები.

გაზარდეს კომუნალური გადასახადები- ბიზნესი ისედაც, ყოველთვის ბევრად მეტს იხდიდა,ახლა კიდევ უფრო ბევრს იხდის!

ფაქტიურად, არაფერი ისმის ვაქცინაციაზე. ველოდებით კოვაქსს, ისე, როგორც სხვა, მაჩანჩალა ქვეყნები ელიან. ამ, ჩამოშლილ ბიზნესებს, არ ვეუბნებით, რა უნდა ქნათ, თავიანთი, დასაქმებულებით- ყველაზე ცოტა 300.000 ადამიანით, რომელთა უკანაც ოჯახები, ბანკები და კრედიტებია!

არ არსებობს სტრატეგია, გეგმა, რაიმე, წერილობითი, ნათელი, რა და როგორ, ვინ და რის მერე?! არც სამედიცინო სექტორისთვის და არც ბიზნესისთვის !

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, აქვე, გვაქვს რამოდენიმე ბობოლა სასტუმრო, თავისი სარესტორნე დარბაზებით, რომლებშიც, ახლაც გრიალებს “ნაღები” საზოგადოება, ქორწილებიც ტარდება, ნათლობებიც, დღეობებიც და ა.შ. უნიღბოდ, ყანწებით, სიმთვრალით, ჩახუტებით და .შ (აქ სრული სტერილურობაა, ინფექციის კონტროლი კი უზადოდ შესაშური)

სამაგიეროდ, ჩემო მეგობრებო, აქეთა, პარალელურ საქართველოში, კვლავ გვაქვს- ჩვენს შვილთაშვილებს აქვთ, მილიარდობით ვალი, ლარში არა, ევროში და გაჩერებული ბიზნესები, თავზე ჩამოქცეული ნაშრომით და მშიერი თანამშრომლებით…

….და ძალიან გთხოვთ, სანამ ვინმეს პროტესტის ფორმას დაუწუნებთ, მაგ, აღზევებული და მოგუგუნე საქართველოს, რომელიმე, ‘ნომრიანი’ მაგიდიდან, საფერავით სავსე ჭიქით ხელში, პროტესტის საკუთარი ფორმები შეიმუშავეთ, ან თუ მაძღარი ხართ, ის მაინც ასწავლეთ ამ ხალხს, თავი როგორ გადაირჩნოს, როგორ იყვნენ ისინიც და მათი თანამშრომლებიც ჯანმრთელებიც და მაძღრებიც,ერთდროულად!

პატივისცემით, ანი ქავთარაძე, ექიმი, ბედკრული საქართველოდან.”

“ალია” შეგახსენებთ, რომ უკვე მეტი და მეტი ადამიანი წერს რომ ზოგი რესტორანი ჩუმად მუშაობს, თუმცა, ოფიციალურად ჯერ ეს ფაქტი სახელმწიფო უწყებებს არ დაუდასტურებიათ. არც ერთი ჩვენი რესპოდენტისთვის არ უკითხავს არავის, კონკრეტულად რომელ დაწესებულებაზე საუბრობს და რა ინფორმაცია აქვს ხელთ.

თეგები: ანა ქავთარაძეკორონავირუსიშეზღუდვები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved