• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა ხარ დასტრესილი, თან ვალებში და გიჭირს დაიჯერო, რომ ბატონმა ბიძინამ ასე გაგწირა” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:29 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
667

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ახლა ამ ალტინფოს და სხვათა სხვათა ფაშისტურ-პრორურული ჯგუფების ამბავი როგორაა:
წარმოიდგინე, რომ ხარ ერთი რიგითი ფაშისტი. თავი გამოტენილი გაქვს ათასი სისულელით და კონსპირაციული თეორიებით და ა. შ. ამ დროს მოულოდნელად, რომელიღაც საერთო ნაცნობის მეშვეობით გიკავშირდებიან სუსიდან. გინიშნავენ შეხვედრას, გხვდება ვიღაც საშუალო რანგის თანამდებობის პირი, რომელიც მიგანიშნებს, რომ ოფიციალურად ის კი საშუალო რანგისაა, მაგრამ აქვს კავშირი თვით იმასთან, ვისიც არ ითქმის სახელი. ამის შემდეგ, არაფორმალურ ვითარებაში გიმხელს, რომ პრინციპში თვითონაც შენნაირი ფაშისტია, რადგან რასაც ეს ლიბერასტები ფაშიზმს ეძახიან ის სინამდვილეში ქართველობა და კაცობაა. უბრალოდ იმ ჩათლახმა სააკაშვილმა ლამის მთელი ქვეყანა მიყიდა ამერიკას, ყველგან მაგათი აგენტურაა და ამიტომ ახლა, ასე უცებ სიტუაციის გამოსწორება ვერ ხერხდება. თუმცა, ბატონი ბიძინა მუშაობს ამაზე და ამ მამულიშვილურ საქმეში შენნაირი პატრიოტების და ვაჟკაცების იმედი აქვს. კერძოდ ის მზადაა დაგაფინანსოს, რათა ერთად აკეთოთ ქართული საქმე,
ცხადია, შენ გახარებული ხარ და არც კი გჯერა ასეთი ბედნიერება თუ დაგატყდა თავს. მეტიც, შეიძლება ერთ დღეს თავად ბატონი ბიძინაც კი შეგხვდეს, პირადად, რომელიმე მის კერძო რეზიდენციაში, გაგესაუბროს და გითხრას, თუ რამე დაგჭირდება აგერ ვარ დამიკავშირდი, არ მოგერიდოსო, ისე კი ესა და ეს კაცი იქნება შენთან მუდმივ კონტაქტზეო.
ამის შემდეგ ცხადია მთლად მეცხრე ცაზე ხარ. სასწრაფოდ კრიბავ ფაშისტურ საძმაკაცოს, უყვები ამ ამბავს და იწყებთ საქმიანობას. გადმორიცხული ფულით აწყობთ ოფისს, დგამთ კომპიუტერებს და ა.შ. ასევე გამოგაქვს ბანკიდან კრედიტი და ყიდულობ ახალ მობილურს, მანქანას, შმოტკებს და ა.შ. აქტიურობთ სოციალურ ქსელებში, ბუსთავთ პოსტებს და ახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს. ხანდახან ის საკონტაქტი პირი გავალებს, რომ ვიღაცას მიუვარდე და დედისტრაკი აგინო, რასაც სიამოვნებით აკეთებ, რადგან ამაში კიდევ პრემია გერგება.
მოკლედ, ეიფორიაში ხარ და თავი გგონია ბიძინას საიდუმლო ლაშქარის წინამძღოლი. შესაბამისად უკვე თამამდები და ბიზნესებში ჩალიჩსაც იწყებ. ვიღაც რუსებს, უზბეკებს თუ ყაზახებს უკავშირდები, რაღაც “ტავარის” შემოტანაზე ან გატანაზე ცდილობ წილში ჩაჯდე და ა.შ. ჰოდა, რომ გგონია, მევიდა ჩემი დროო, სწორედ ამ დროს ჩამოჰკრავს უბედურების ზარი.
ერთხელაც ხდება ისე, რომ ფულის ჩარიცხვას აგვიანდება. რეკავ საკონტაქტო პირთან, ის გამშვიდებს, ალბათ გაუგებრობააო, მაგრამ ფული კიდევ არ გერიცხება. კიდევ რეკავ, ის კიდევ გამშვიდებს, ფული კიდევ არ გერიცხება. მერე კიდევ რეკავ, მაგრამ უკვე აღარ პასუხობენ შენს ზარს. ამის მერე ამ საკონტაქტო პირზე გაბრაზებული რეკავ თვით ბიძინასთან, რომელიც ასევე არ იღებს ყურმილს. ფული კიდევ არ გერიცხება. არადა გასასახადები გაქვს უკვე გადასახდელი, კრედიტი დასაფარი და ვალებში ხარ. ის რუსი, უზბეკი თუ ყაზახი პარტნიორიც წყვეტს შენთან ურთიერთობას. პლუს ხელისუფლების წევრი აკეთებს საჯარო განცხადებას და რაღაც ისეთს გაიძახის, რის წინააღმდეგაც გავალებდნენ გებრძოლა. ჯავრიან გულზე უკვე საკუთარი ინიციატივით აწყობ აქციას და ვიღაც ლიბერასტებს უვარდები, რის გამოც გირეკავენ სუსიდან (ოღონდ ის საკონტაქტო პირი კი არა, ვიღაც სხვა) და მკაცრად გაფრთხილებენ, რომ კიდევ ჩაიდენ მსგავს რამეს უნებართვოდ და დედას მოგიტყნავენ.
ასე სრულდება ეს ზღაპარი, ვითა სიზმარი ღამისა და უბრუნდები ჩვეულ ყოფას, როცა კვლავ ერთი რიგითი ფაშისტი ხარ სამშობლოს ბედზე წუხარ, ოღონდ ახლა ხარ დასტრესილი, დაბნეული, თან ვალებში და გიჭირს დაიჯერო, რომ ბატონმა ბიძინამ ისე გაგწირა, სადმე გამგეობაშიც კი არ მოგაწყო.
მოკლედ, ზიხარ ასე მიტოვებულ-გადაგდებული და ერთგვარი მწარე ირონიით უყურებ, როგორ იკავებს შენს ადგილს უკვე სხვა ფაშისტი, რომელსაც ზუსტად იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც შენ გაიარე და ბოლოს ისიც იქ აღმოჩნდება, სადაც შენ ხარ. თუმცა, მან ჯერ ეს არ იცის.
——————————————————
რაც დავწერე, ცხადია, ყველაფერი ჩემი ფანტაზია, მაგრამ თუ გავიხსენებთ რამდენი ფაშისტური სასტავი გამოიცვალა ხელისუფლებამ, რამდენს ეგონა თავი ბიძინას საიდუმლო ლაშქრის სპასპეტი და ძე ამირსპასალარისა და ბოლოს რამდენი დარჩა გადაგდებული, ეს ფანტაზია, ვეჭვობ, არც ისე შორსაა რეალობისგან.
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved