• რეკლამა
  • კონტაქტი
04:45, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახლა იქ დაგმარხავთ, სადაც თქვენი პრეზიდენტიაო, წაგვიყვანეს სასაფლაოზე, იარაღს გვიშვერდნენ და დაგვცინოდნენ” – რას წერს ქეთი ქურდოვანიძე

ალია ავტორი - ალია
22:03 08-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,806

ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:

“ამის დაწერას არ ვაპირებდი, ვიფიქრე, აქტუალობა დაკარგა-მეთქი, მაგრამ თურმე თემურ მღებრიშვილი, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახლა ციხეში უნდა იჯდეს და ადამიანების მიტინგებზე დახვრეტისთვის და წამებისთვის სასჯელს იხდიდეს, კვლავ შშს ფუნქციონერი ყოფილა. (ქეთი ქურდოვანიძე წერილის ბოლოს განმარტავს, რომ შეცდომა მოხდა და სხვა თემურ მღებრიშვილზე წერს. რედაქცია).
პირადად მე, ორჯერ შევხვდი პირისპირ. ერთხელ 1993 წლის 26 მაისს, როდესაც დიდი საპროტესტო აქცია იგეგმებოდა და ყველა სავარაუდო მონაწილეს ქუჩებში აპატიმრებდნენ. მე ვყიდულობდი გაზეთ” თავისუფალ საქართველოს”, რომელშიც ჩემი სტატია იყო დაბეჭდილი. მღებრიშვილი პირადად დამესხა თავს, დამტაცა ხელი და შემაგდო პოლიციის სამარშრუტო მანქანაში (მაშინ ძალიან გამხდარი ვიყავი?). თვითონაც იქ ამოვიდა. მანქანაში ვიყავით დაახლოებით 5 ადამიანი, მათ შორის ერთი – ნაყინის გამყიდველი. მღებრიშვილი მომიბრუნდა და მეუბნება: ახლა იქ დაგმარხავთ, სადაც თქვენი პრეზიდენტიაო. წაგვიყვანეს სასაფლაოზე, გადმოგვსხეს მანქანიდან, მოემზადეთო-თან იარაღს გვიშვერდნენ და დაგვცინოდნენ. უცებ რაციით ვიღაც დაუკავშირდა, ეტყობა სხვა ბრძანება მიიღო, ისევ მანქანაში შეგვყარეს და ვაკის პოლიციაში მიგვიყვანეს. ითხოვდნენ, დაგვეწერა აღიარება, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდით. მე მერაბ კოსტავას ტაქტიკას მივმართე და მხოლოდ ამას ვპასუხობდი : ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს ხუნტა! ჩაერია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ჟურნალისტია დაკავებულიო ( ჩემი ძმის წყალობით). შენ წადიო, მეუბნებიან. ფეხს არ ვიცვლი, სანამ ყველას არ გამოუშვებთ, არ წავალ-მეთქი. ვერ შეძლეს ჩემი დამორჩილება. არ წავედი და იძულებული გახდნენ, ყველა გამოეშვათ.
მეორე ეპიზოდი უკავშირდება ასევე მიტინგს ( აბა ბიბლიოთეკაში ხომ არ შევხვდებოდი მღებრიშვილს?), როდესაც დაგეშილი ძაღლები მოგვიქსია მეტრო რუსთაველთან, თან იცინოდა და ზვიადს აგინებდა. მაშინ ძალიან შემეშინდა, გაავებული ნაგაზები ჩვენკენ წამოვიდნენ, მაგრამ შეჩერდნენ და ჯოხიან პოლიციელებს დაერივნენ.
ეს ორი ეპიზოდი ბავშვური თამაშებია იმასთან შედარებით, რაც მიტინგების დახვრეტის დროს ხდებოდა?
ყველაფერი ამიტომ გვჭირს, რომ მღებრიშვილები, სიგუები, კიტოვანები და შევარდნაძეები მშვიდად, პატივითა და განცხრომით განაგრძობდნენ ჩვენ გვერდით ცხოვრებას.
კომენტარებში წერენ, რომ სხვა თემურ მღებრიშვილიაო. ჰოდა, კიდე უარესი, რომ ერთ ქალაქში ცხოვრობს ორი თემური, ორივე ნაძირალა და ორივე მღებრიშვილი!”

 

კომენტარებში წერენ:

ქ-ნო ქეთი თქვენ ვისზეც წერთ, აი ეს არის, ცნობილი ჯალათი. ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთ-ერთი მიტინგის დარბევისას გადავიღე ეს ფოტო.

თეგები: ქეთი ქურდოვანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved