საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია რუსი ტურისტების მომსახურებას წყვეტს. ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის საელჩოსთან გააკეთეს და ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადეს მეგობარ ქვეყანას.
ასოციაცია ასევე მზად არის, ჩაერთოს სხვადასხვა ჰუმანიტარულ მისიებში.
“უკრაინისთვის ბრძოლა დღეს არის საქართველოსთვის ბრძოლა, ამიტომ ვართ აქ. ჩვენ არ მოვემსახურებით რუს ტურისტებს. ჩვენ ვეუბნებით რუს გამყოლებს, რომ დარჩნენ სახლში, არ ჩამოვიდნენ, ახლა არ არის ტურიზმის დრო. შეიკრან და შეაჩერონ პუტინის ბარბაროსობა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ უკრაინელი გამყოლების მომზადება საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავერთვებით ჰუმანიტარულ მისიებში”, – დავით რაქვიაშვილი სამთო გამყოლი.
კომენტარები