• რეკლამა
  • კონტაქტი
07:29, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ახლა ამაზე გაჩუმება უარესია“ – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
15:55 12-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,566

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია.

– ქალბატონო ეკა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ამერიკის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდას და დასანქცირებული მოსამართლეების გამო მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს. თავად არ იცის, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია, ნეპოტიზმი  და უსამართლობა მეფობს, რამდენიმე ადამიანი განაგებს მთელ სასამართლო სისტემას  და სანქციებიც ამის შედეგია?

– უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარის ეს  განცხადება იყო გამაოგნებელი. ეს განცხადება პირდაპირ ასუსტებს სასამართლოს მიმართ ნდობას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს  მოვალეობა კლანისა და მისი ინტერესების დაცვა არ  არის, სანქცირებულ მოსამართლეებს რომ შეეწიროს მთელი სასამართლო კორპუსი, ეს არ არის მისი საქმე. მას უნდა ესმოდეს, რომ მოსამართლის მიმართ ნდობა დამოკიდებულია საზოგადოების აღქმასა და უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ნდობაზე.  ამას ხელს ვერ შეუწყობს ის, როდესაც სანქცირებულ მოსამართლეებს გადაეფარა და ბოდიშის მოხდას ითხოვს ამერიკის სახელმწიფოსგან, რომელიც  ასეთ გადაწყვეტილებას არასდროს იღებს, ვიდრე არ ექნება ძლიერი სამხილები. ნინო ქადგიძის ეს გამოსვლა ნიშნავდა, რომ საზოგადოებას ელაპარაკებოდა კლანის წარმომადგენელი და არა დამოუკიდებელი სასამართლოს უზენაესი მოსამართლე. ეს იყო  ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და  ჩვენი, ისედაც  სახელგატეხილი სასამართლო კორპუსისთვისაც. ეს იმიტომ გააკეთა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა ამ კლანის მხარდაჭერით. ის ემსახურება ამ ვიწრო ჯგუფს და ძალიან სამწუხაროა, რომ უზენაეს სასამართლოს ასეთი თავმჯდომარე ჰყავს, მართლა ძალიან ვწუხვარ. ჩვენ სასამართლოს თავისუფლებისთვის ამდენი ვიბრძოლეთ, მრავალი წელი ვემსახურებით იდეას, რასაც მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა ჰქვია.ამ ერთი განცხადებით, აბსოლუტურად გაანულა ქართული სასამართლოს რეპუტაცია ნინო ქადაგიძემ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

– სასამართლოს სისტემაში ნინო ქადაგიძე არასდროს ყოფილა ისეთი ფიგურა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოეაზრებინათ საზოგადოებას და მოსამართლეთა კორპუსს. შესაძლოა, ბევრი სამართლიანი გადწყვეტილება გამოუტანია, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ ხომ შეეძლო იმავე კლანს,  ქვეყნის მთავარ მოსამართლედ თავად მოსამართლეთათვის უფრო მისაღები, უფრო მაღალი რეპუტაციის მოსამართლე დაესვა?

– მე არ ვიცი, როგორი მოსამართლე იყო ნინო ქადაგიძე, მაგრამ მახსოვს, რომ მას აქვს ერთი სკანდალური, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ვიცით, რომ “ვარდების რევოლუცია“ იმიტომ მოხდა, რომ  საპარლამენტო არჩევნები გაყალბდაო. არჩევნები იყო სადაო და მაშინ,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ქადაგიძემ გააუქმა პროპორციული არჩევნების შედეგები და ძალაში დატოვა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები. ასე რომ, პოლიტიკური გავლენებისგან იმთავითვე თავისუფალი რომ ყოფილიყო ქალბატონი ქადაგიძე, მას არავინ აირჩევდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მისი არჩევა მოხდა 2019 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კლანთან ძალიან დიდი ბრძოლა გამართული. ამ ბრძოლაში ჩანდა, რომ კლანი ვისაც ლობირებდა, ისინი ხდებოდნენ სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე.

– თავის დროზე ნინო ქადაგიძის ის გადაწყვეტილება მეტად სკანდლური და უსამართლო იყო. როგორ შეიძლება, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდეს და მაჟორიტარული ჩატარდეს სამართლიანად? ეს იყო 2003 წლის პარლამენტში შესული მაჟორიტარების გარიგება „ვარდების ხელისუფლებასთან“, მორჩილების სანაცვლოდ, არ გაეუქმებინათ მაჟორიტარული არჩევნები და ეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ნინო ქადაგიძემ. მოსამართლეები ასეთი გადაწყვეტილებებით კარიერას ასრულებენ, არათუ მათ აწინაურებენ. მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში არ ჰქონია  მსგავს ფაქტს ადგილი, არა?

– მე არ ვიცი ნინო ქადაგიძის სხვა გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დარჩება მსოფლიოს მართლმსაჯულების ისტორიაში. ისევ მის განცხადებას დავუბრუნდები. გარდა იმისა, რომ არაკვალიფიციური იყო  ეს განცხადება, დიდ უხერხულობას უნდა გრძნობდეს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ამერიკას ეუბნება, ბოდიში მოიხადე, რომ ჩემი მოსამართლეები დაასანქცირეო. ამას  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  რომ იტყვის, რთულია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ახლა ამაზე გაჩუმება უარესია.

თეგები: ეკა ბესელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved