• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს ₾5 მლნ უჯდება” – რომელი 3 მერია დახარჯავს ყველაზე მეტ თანხას

ალია ავტორი - ალია
19:19 12-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,310

ახალი წლის აღნიშვნა 28 მუნიციპალიტეტს ₾5 მლნ უჯდება – “ფლანგვის დეტექტორის” კვლევით, 2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N2168 განკარგულება გამოსცა, რომელიც პროექტის, “ახალი წლის დღეები საქართველოში” ორგანიზებას შეეხება.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს, მათ შორის დუშეთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თეთრიწყაროს, კასპის, მესტიის, ხარაგაულის, ქობულეთის, ახალქალაქის, დმანისის, ასპინძის, გორის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის, შუახევის, ხაშურის, თელავის, ახმეტის, საჩხერის, ყაზბეგის, ხულოს, წყალტუბოს, ჭიათურის, ბორჯომის, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს, ფოთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს დაევალათ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების უფლება მიენიჭათ.

“პროექტის “ახალი წლის დღეები საქართველოში,” განხორციელებისთვის ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოაცხადა. ხელშეკრულებები ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა მათი სავარაუდო ღირებულება 4,580,183 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ორ მუნიციპალიტეტს, ლანჩხუთსა და ხელვაჩაურს, გამარტივებული შესყიდვა ამ დრომდე არ აქვს გამოცხადებული.

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე ვკითხულობთ, რომ ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, ვინაიდან ახალი წელი წლის მთავარი მოვლენა და ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაულია, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება. აღნიშნულია ისიც, რომ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მუნიციპალიტეტებს მთავრობის N2168 განკარგულებით ეთხოვათ ღონისძიებების უზრუნველყოფა, რაც წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობა წინასაახალწლო განკარგულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლებამოსილებას აძლევს. მაგალითად, 2022 წლის 29 ნოემბერს “საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ” განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ 62 მუნიციპალიტეტს დაავალა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა. ღონისძიებები მოიცავდა კონცერტებს, საშობაო ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს, საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობას, ფეიერვერკებს და სხვა აქტივობებს.

“ფლანგვის დეტექტორმა” შარშან 62-დან 28 მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა. კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა აქტივობებისთვის საერთო ჯამში 4,684,470 ლარი დაიხარჯა.

მუნიციპალიტეტები წლიდან წლამდე ათასობით ლარს ხარჯავენ საახალწლო დღესასწაულებზე, საკმაოდ ხშირად კი ხელშეკრულება არა ელ.ტენდერის, არამედ გამარტივებული შესყიდვის გზით ფორმდება. საყურადღებოა ისიც, რომ უკვე გარკვეულ ტენდენციად ჩამოყალიბდა გამარტივებული შესყიდვების გზით ისეთი დღესასწაულების დაორგანიზება, რომლებიც ყოველწლიურად იმართება და შესაბამისად, როგორც თბილისის მერიას, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მათი წინასწარი პროგნოზირება და დაგეგმვა შეუძლიათ. ხელშეკრულებების ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმება, არა მხოლოდ ამცირებს კორუფციის რისკებს, არამედ გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

2024 წლის აღსანიშნავად ყველაზე დიდ თანხებს ხარაგაულის, ბორჯომის და ოზურგეთის მერიები ხარჯავენ. თითოეულ მათგანს ახალი წლის აღნიშვნა 286 ათასიდან 328 ათას ლარამდე უჯდებათ. ყველაზე მოკრძალებულ თანხებს რეგიონებიდან კი გურჯაანის მერია დახარჯავს, რომელმაც ახალი წლის აღსანიშნავად 88,500 ლარი გამოყო. ” ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” კვლევაში. 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved