• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი ფიგურანტები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში – დამკვეთის ვინაობა ცნობილია? 

ალია ავტორი - ალია
15:54 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. კერძოდ, როგორც ცნობილი ხდება, პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის მკვლელობის შემდეგ, გაქცეულმა ბრალდებულებმა, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძე ღამე მეგობრების სახლში გაატარეს, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობის დამკვეთებზე ილაპარაკეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულება 15 სექტემბერს მკვლელობის შემდეგ,  გიორგი ქარსელაძესა და ირაკლი ბიბილეიშვილს დანაშაულის მომზადების ყველა დეტალი, მათ შორის, მკვლელობის დამკვეთიც დაუსახელეს.

როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია აქვს ნიკო კვარაცხელიას დედასაც, რომელმაც საგანგებო წერილი გაავრცელა. სადაც წერს, რომ მისთვის ნიკოს მკვლელობის საქმის დღემდე უცნობი ფიგურანტების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი.

ირკვევა, ისიც, რომ ბრალდებულ, გიორგი კავილაძეს აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული, სადაც ის წამის სიზუსტით აღწერს 22 წლის ბიჭის მკვლელობის მომზადების საქმეს. დაკავებული საუბრობს, როგორ დაგეგმეს მან და აკო ჭელიძემ თავდასხმა.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, ბრალდებული ყვება, რა როლი აქვს მას ამ შეკვეთილ მკვლელობაში. მოკლული ბიჭის ოჯახის ინტერესების დამცველი, დაკავებულებს მოუწოდებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და არც იმას გამორიცხავს, რომ ფაქტი შესაძლოა მათთვის შემანსუბუქებელი გარემოება გახდეს:

„ოჯახს აქვს გარკვეული ინფორმაცია, ვისთან, რა და როგორ ისაუბრეს ბრალდებულებმა, თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ამის სამართლებრივი დადასტურება გვინდა. ჰვინდა რომ კავილაძემ და ჭელიძემ ამის შესახებ გამოძიებასთან ისაუბრონ, ვინ დაეხმარათ დანაშაულის ჩადენაში, ვინ გაუკეთა ორგანიზება და ვინ დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული. ეს არის ერთმნიშვნელოვნად შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ვინ არიან შემკვეთები”- ამბობს ადვოკატი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved