ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება, – განაცხადა ახალმა პატრიარქმა შიო მუჯირმა.
მისივე თქმით, სვეტიცხოველში მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ, შედგება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. გილოცავთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის“, – აღნიშნა მან.














კომენტარები