• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი იშვიათი დაავადება ბავშვებში – 100 შემთხვევა უკვე დადასტურებულია

ალია ავტორი - ალია
20:00 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ნიუ – იორკის ჯანმრთელობის განყოფილების ცნობით, ბავშვებში იშვიათი ლეტალური ანთებითი სინდრომის 15 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსს უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian- ი ავრცელებს.

იშვიათი დაავადების 100 შემთხვევა უკვე გამოვლინდა შემდეგ ქვეყნებში – ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და შვეიცარია.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის განყოფილების ინფორმაციით, 29 აპრილისა და 3 მაისის შუალედში 2-15 წლამდე 15 პაციენტს იშვიათი სინდრომი აღენიშნებოდა:

„ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სიცხე. ნახევარზე მეტს კი გამონაყარი, მუცლის ტკივილი, ღებინება ან დიარეა”.

ჯერჯერობით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური პირების ცნობით, სინდრომი ძალიან ჰგავს კავასაკის დაავადებას.

კავასაკის სინდრომი მწვავე დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვებს აზიანებს.

ის ბავშვებში მაღალ სიცხეს, გამონაყარს, გულმკერდისა და მუცლის ტკივილს, ჩასისხლიანებულ თვალებს, ლიმფური კვანძების გადიდებას, ტუჩებისა და პირი შეშუპებას იწვევს.

კავასაკის დაავადება ძალიან იშვიათია – წელიწადში 3 000 ბავშვს უსვამენ მსგავს დიაგნოზს.

რა იწვევს კავასაკს, ცნობილი არაა. მკვლევარები მას ვირუსულ ინფექციას უკავშირებენ. დაავადება პირველად 1960-იან წლებში იაპონიაში დაფიქსირდა.

American Heart Association-ის ცნობით, კავასაკი არ არის გადამდები და არც მემკვიდრეობით გადაეცემა.

ჯერჯერობით გაურკვეველია რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კავასაკს ახალ კორონავირუსთან.

ნიუ-იორკში დაფიქსირებული 15 შემთხვევიდან, რომლებსაც იშვიათი დაავადება აღენიშნებოდათ, 10 მათგანის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

ბრიტანეთის პედიატრიული ინტენსიური თერაპიის საზოგადოების თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული იშვიათიი დაავადება ბავშვებში ხშირად არ ვლინდება.

თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც საავადმყოფოს კავასაკის სიმპტომებით აკითხავდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ერთ-ერთი მათგანი 6 თვის ბავშვი იყო (კალიფორნია).

ამ თემაზე „პრაიმტაიმი”თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესაც ესაუბრა.

„არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია”,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

“პრაიმტაიმი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved