მთავრობამ ახალი ბანკნოტების ბეჭდვა დაიწყო რომ ბიუჯეტი ასე შეავსოს – ეკონომიკის ექსპერტების ინფორმაციით, დაბეჭდილი ფულის რაოდენობა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს აჭარბებს. აქედან მილიარდ 500 მილიონი ბანკომატებში ჩაეშვა, 600 მილიონი კი მთავრობას შიდა ვალდებულებების გასასტუმრებლად დასჭირდა.
ეკონომისტი, ოთო აბესაძე, ტვ პირველთან ამბობს, რომ მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად დამღუპველი გზა აირჩია
ყველა დაბეჭდილი ლარი, რომელიც გეგმაზომიერად არის გაკეთებული, რათა ბიუჯეტის შევსება და რაღაც ვალდებულებების გასტუმრება მოხდეს, ჯამში კორელაციურ კავშირს ამყარებს ფასებთან, ვალუტის კურსთან და საბოლოო ჯამში ვიღებთ გაზრდილ ფასებს.
ხდება ფულის ბეჭდვა იმისთვის, რომ მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების გასტუმრება და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვა, ვინაიდან ინფლაციური პროცესები აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას. – აცხადებს ეკონომისტი.
კომენტარები