სამტრედიაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჭრილობები გულის არეში აქვს მიყენებული.
დაშავებული ქუთაისში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ცნობით ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები