• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აკადემიურმა საბჭომ სათანადო პასუხი გაეცეს პრემიერის შეურაცხმყოფელ განცხადებას – თსუ-ს პროფესორი

ალია ავტორი - ალია
14:52 05-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,463

თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე სოფიო შამანიდი პრემიერ კობახიძის მუქარას თსუ-ს პროფესორების წინააღმდეგ, ღია წერილით ეხმაურება და კოლეგებს მიმართავს:

“ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ადამიანებს, რომლებიც სიამაყით ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მამების ტრადიციას, არ გვაქვს უფლება, დავდუმდეთ პრემიერ მინისტრის შეურაცხმყოფელ განცხადებაზე!

მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო.
მართალი გითხრათ, არ მაქვს დიდი იმედი, რომ შემეხმიანებით, მაგრამ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი გულისტკივილი (გნებავთ, განრისხება) გაგიზიაროთ. გუშინ ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ თსუ პროფესორების უმრავლესობა (!) არიან პოლიტიკურად მიკერძოებულები და ისინი შერჩეულები არიან არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური აფილირების ნიშნით (ციტატა). ის გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ ჩაატარებს რეფორმას განათლების სისტემაში, სავარაუდოდ, იმისათვის, რომ გაანეიტრალოს პროფესორები, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ კანონს. შესაძლოა, თქვენ შორის არიან ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება ამ კანონის მძიმე შედეგებს (თუმცა, ეჭვი მეპარება, წარმოუდგენელია აკადემია ვერ ხვდებოდეს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც დღეს ოცნება აღმოჩნდა, რომელიც გვარწმუნებს, რომ გლობალური ომის პარტია და მასონები მართავენ მსოფლიოს), მაგრამ თქვენ ნამდვილად თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდით, როდესაც ჩინოვნიკი, რომელიც დაცვით დადის ლექციების წასაკითხად და რომელიც ოცნების ერთერთი იდეოლოგია, პროფესიონალიზმს გვიწუნებს და ცდილობს (თავად პარტიის წევრი და შესაბამისად მიკერძოებული) მიგვაწებოს სხვადასხვა პოლიტიკური იარლიყი.
ძვირფასო მეგობრებო, არ შეიძლება, ოცნების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს უნივერსიტეტზე, რეაქციის გარეშე დავტოვოთ.
თითოეული ჩვენგანი ძალღონეს არ იშურებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობს, იბრძვის (!), რომ რაიმე გრანტი მოიპოვოს, რომ დააფინანსოს კვლევა, თარგმანი, კონფერენცია და ამ დროს პრემიერ მინისტრი ამბობდეს, რომ პროფესიონალიზმი და კვალიფიკავია არ გვაქვს უმრავლესობას!
მოვუწოდებ ქალბატონ ნანა გაფრინდაშვილს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, დააყენოს აკადემიური საბჭოს წინაშე ეს საკითხი და სათანადო პასუხი გაეცეს ამ შეურაცხმყოფელ განცხადებას. უნივერსიტეტი არის და იქნება დამოუკიდებელი! ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამჟამინდელი მთავრობა იგივე მეთოდებს მიმართავდეს პროფესურის წინააღმდეგ, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ეს ყოვლად დაუშვებელია!
პატივისცემით,
სოფიო შამანიდი
თსუ სრული პროფესორი, ნეოგრეცისტიკის კათედრის გამგე
პ.ს. იმედია, ვინმე აქ არ დამიწერს, რომ აკადემია პოლიტიკის მიღმაა. არ გავკადნიერდები და ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს აღარ შეგახსენებთ.
პ.პ.ს. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს მოადგებიან და “დასმენების” (ანონიმკების) წერას მოგვთხოვენ. თქვენგან ალბათ ბევრს ახსოვს ის დრო და დარწმუნებული ვარ, აღარ გინდათ ბნელეთში დაბრუნება”.

 

თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შერჩეულია – რეფორმა-რეპრესიების ანონსი პრემიერისგან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved