• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის… სასულიერო პირის დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება” – ილია მეორე

ალია ავტორი - ალია
17:27 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:

 “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვაქცინაციის შესახებ

კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი:

აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.

ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.

 ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

 ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”

თეგები: საპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved