„აი, რის გამოც ასამართლებენ ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც აგვიშენა ქვეყანა“ – „კორტების სპეცოპერაციის საქმეზე“ მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ სასამართლოსთან პიჯაკები და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანა.
„აი, რის გამოც ასამართლებენ ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც აგვიშენა ქვეყანა: ამ პიჯაკების გამო… მე ვესწრებოდი [ერთ-ერთ წინა] სასამართლო პროცესს. 3 საათი ლაპარაკობდნენ, როგორ იყიდა თურმე მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის ფეირი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა, „ვენოკი“. ამაზე ასამართლებენ პრეზიდენტს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირინა ცააძემ.
კომენტარები