• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, მართლა თუ ხელოვნური არ გაქვს ეგ ინტელექტი, ეს დასკვნა ჩემი ტექსტიდან როგორ უნდა გამოიტანო”– არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
21:31 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი, ექიმი არჩილ მარშანია, ბლოგერ დათო აბზიანიძეს პასუხობს და წერს:

ერთი ხელით ლალი მაროშიკა და ხატია სიჭინავა რომ გყავთ „აგდებული“ თქვენი წარმოდგენით, თქვენ მაღალ ინტელექტზე ხაზგასასმელად და მეორე ხელით არგუმენტად „ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა, ძმაო“ მოგყავთ, კი ვიცი, როგორი პასუხის ღირსიც ხართ, მაგრამ არ მინდა, იქნებ ახლა მაინც დაუკვირდეთ შინაარსს და ცოტა ემოციები გადადოთ გვერდზე.
პირაქეთა ბექა ვარდოსანიძე, როგორც ჩანს, გამოეხმაურა ჩემს პოსტს — „ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეო“, ხოდა:
🧠დავიწყოთ იმით, რომ „ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა“ იგივეა რაც „მე დავგუგლე, ძმაო“.
ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა ადამიანს რომ ჰქონდეს დასმული, სწორი პრომპტის გარეშე, და თუ მონაცემები არ გადაამოწმე, ხელოვნური ინტელექტის სისტემა ხშირად მოგცემს იმ პასუხს, რაც გინდა, შეიძლება საერთოდ რამეს მოიგონებს, მოგიყვანს „წყაროს“, ლინკსაც კი, რომელიც არ მუშაობს და ასე შემდეგ.
ეს სისტემა კი არ „აზროვნებს“. ის წარმოადგენს მათემატიკურ მოდელს, რომელიც აანალიზებს, თუ რომელი სიტყვის შემდეგ რომელი სიტყვა უნდა დაწეროს, და ამას აკეთებს ალბათობების მიხედვით.
ამიტომ უკვე დასაწყისში სასაცილოა ასეთი არგუმენტი მათთვის, ვისაც ოდნავ მაინც ესმის ხელოვნური ინტელექტის პრინციპები. თუმცა, მათთვის, ვისაც კოგნიტური დისონანსი აწუხებს და „ლიჟბი რამე დაიწეროს“-ის ძიებაშია, ალბათ კარგია.
”ხელოვნურ ინტელექტს ვკითხე” არგუმენტად ზუსტად იგივეა ანტივაქსერები B ჰეპატიტის ვაქცინაზე რო მსჯელობენ ხოლმე – ოღონდ ეს აიტის სფეროში.
✨️ახლა დავუბრუნდეთ რეალურ მოვლენებს, რასაც გამოვეხმაურე. (ცხადია, ხელოვნურ ინტელექტს სრული კონტექსტი ვერ ეცოდინებოდა.)
მოკლედ, ამბავი ასე იყო:
1) გავრცელდა BBC-ის სტატია, სადაც ერთ-ერთი დანართი იყო სამედიცინო კვლევა.
2) ამას მოჰყვა ნარატივი, თითქოს BBC *მნიშვნელოვან* კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ შსს-მ *გამოიყენა* პირველი მსოფლიო ომისდროინდელი აკრძალული ქიმიური ნივთიერება.
3) ამ ნარატივის ფონზე სუს-მა დაიწყო გამოძიება და გავრცელდა არგუმენტი „მტრულ ორგანიზაციაზე ინფორმაციის გადაცემის“ შესახებ.
4) მკვლევარი (კოტე) ამ მიზეზით დაიბარეს დაკითხვაზე.
5) დაკითხვიდან გამოსულ კოტეს ჟურნალისტი დახვდა, რომელიც „კრიტიკულ კითხვებს“ სვამდა, თუმცა ინტერვიუში მალევე გაირკვა, რომ კვლევა საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული. ეს გავაზიარე კიდეც და ვიცინე.
6) კოტემ ჟურნალისტს აუხსნა, რომ:
(1) მისი კვლევა საერთოდ არ განიხილავს აკრძალულ ნივთიერებას, ამ თემისათვის მნიშვნელოვანი არ არის და BBC მას არ ეყრდნობა;
(2) BBC არც ამბობს, რომ ნივთიერება გამოიყენეს — მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს.
💠ანუ, ვითარებაა ასეთი:
🟥ადამიანს იბარებენ სუს-ში იმის გამო, რომ თითქოს მის მნიშვნელოვან კვლევაზე დაყრდნობით BBC ამტკიცებს, შხამი გამოიყენესო.
მე ავიღე ორივე წყარო — კვლევა და BBC-ის სტატია — და ამ ორ წყაროზე დაყრდნობით, ზუსტად ის ავხსენი, რაც კოტემ:
1) რატომ არ არის კვლევა დაკავშირებული ამ ნარატივთან და რომ არ არის ეგეთი მნიშვნელოვანი და რა ლიმიტირებები აქვს;
2) რომ BBC კი არ ამტკიცებს, არამედ მხოლოდ ვარაუდობს.
ასევე ღადაობის ამბავში ჩავამატე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ისტორია, იმ ჟურნალისტის ამბავზე, რომელიც კვლევაზე სვამდა კითხვებს, თავად კი კვლევა არ ჰქონდა წაკითხული.
ეს მოკლედ.
✨️ახლა, გრძლად იმ ხელოვნური ინტელექტის „გენიალურ ანალიზსაც“ მივყვები, პუნქტებად — პირდაპირ პასუხებს დავწერ, რადგან მთელი ტექსტის დაკოპირება ნამდვილად მეზარება:
1. ეს არ არის „მეთოდოლოგიის ნიჰილიზმი“.
ეს არის მეთოდოლოგიის და მისი ლიმიტირებების ახსნა იმისათვის, რომ გავიგოთ — კვლევა არის საჯარო, არ არის მნიშვნელოვანი იმ საქმისთვის, რაზეც გავრცელდა ხმები, და BBC მასზე არ ეყრდნობა და იქ საერთოდ არ არის აკრძალულ ნივთიერებაზე საუბარი.
შესაბამისად, აბსურდულია „ინფორმაციის გადაცემაზე“ ვინმეს დაბარება, მით უმეტეს — გასამართლება.
2. არც ჟურნალისტური გამოძიების დისკრედიტაციაა.
დაცინვა სადაა ვერ გავიგე და სასამართლოსთან კავშირიც გაუგებარია, რა შუაშია სასამართლო. ტექსტში ხაზგასმულია მხოლოდ ის, რომ BBC მტკიცებით ფორმაში არაფერს ამბობს, ეფუძნება ვარაუდს და ექსპერტულ შეფასებას.
შესაბამისად, ამიტომაც არის ნონსენსი, რომ ვინმეს ბრალად წაუყენო, თითქოს BBC მის კვლევაზე დაყრდნობით რაღაცას ამტკიცებს.
3. „მტკიცების ტვირთზე“ ტექსტში საერთოდ არაფერია ნათქვამი.
იქ წერია მხოლოდ ის, რომ არსებული ორი წყაროს მიხედვით არ არსებობს მყარი მტკიცებულება ნივთიერების გამოყენებაზე — მხოლოდ ვარაუდია. ამიტომ ვერც კვლევა და ვერც სტატია ვერ იქნება ვერაფრის „მტკიცებულება“.
და ის, რომ მტკიცებულება არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ მომიტინგეებს რაიმე უნდა დაამტკიცონ, უბრალოდ ნიშნავს იმას რომ არ არსებობს და ვარაუდია. (ამის ახსნა რო მიწევს)
4. აკადემიური სნობიზმი კი არა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ირონია იმ ჟურნალისტის ამბავზეა, რასაც მოვაყოლე ეგ პოსტი.
და ბოლოს, „მეცნიერული გაპრავება“ რომ დასაბუთებული ეჭვი გადაფაროსო…
აი მართლა თუ ხელოვნური არ გაქვს ეგ ინტელექტი, ეს დასკვნა ჩემი ტექსტიდან როგორ უნდა გამოიტანო, მითუმეტეს ყურმოკვრით მაინც თუ რამე გაგიგია ჩემზე არ ვიცი.
საერთოდ არ არის საჭირო არც ბიბისის სტატია და არც არანაირი კვლევა საჭირო, დასაბუთებული ეჭვი ისედაც არსებობდა ერთი წლის წინ, როცა იკითხეს, რა ნივთიერება გამოიყენეთო, და პასუხი ვერ მივიღეთ.
იქ ვიდექი მეც, მეც ვისუნთქე და მეც ვწერდი და ვიძლეოდი ინტერვიუებს ამაზე.
გასაგებია ახლა, თუ კიდევ უფრო გავამარტივო?

“სად ცდება, ან შეგნებულად ტყუის, ინფლუენსერი ექიმი?” – რას აქვეყნებს დათო აბზიანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი
ახალი ამბები

“მხედველობის დაზიანება, სისხლდენა ცხვირიდან, გონების კარგვა, სისხლიანი ამონახველი, იმუნიტეტის დაქვეითება, კბილების გაფუჭება” – რა სიმპტომებს ასახელებს თორნიკე როინიშვილი

16:06 12-04-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
ახალი ამბები

დემო დღე 2025 თიბისიში – მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა

15:11 12-04-2025
სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
ახალი ამბები

სცადე, რას კარგავ? – თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა

15:05 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved