• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

AI-ის კვალი ახალაიასა და ბურჭულაძის შესახებ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში – “მითების დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
03:01 10-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,074

მითების დეტექტორი აქვეყნებს მასალას სათაურით: “რას აჩვენებს AI-ის ამომცნობი ხელსაწყოები ახალაიას და ბურჭულაძის შესახებ გავრცელებულ აუდიოზე?”

4 ოქტომბერს თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; ნიუსჰაბმა; Ongo-მ; რეპორტიორმა; მხარემ; The Georgian Times-მა; საინფორმაციო სააგენტო Info 9-მ;  დაიჯესტმა; Exclusive Media-მ, რეზონანსმა;  ასევე, სხვა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული. მედიასაშუალებების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერში ისმის, რომ პირი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიაა, 6 საათის შემდეგ შეტაკებების დაწყებაზე საუბრობს – ამბობს, რომ “ვინ მოკვდება – ჩვენიანი, პოლიციელი”, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ხმა, რომელსაც ბურჭულაძეს მიაწერენ, მოსაუბრეს ეკითხება, ხომ არაფერი მოუფიქრებია წამოსვლაზე (სავარაუდოდ, აქციაზე), რაზეც, მტკიცების მიხედვით, ახალაია პასუხობს, რომ “სუსი აზის” და გარეთ ვერ გადის. “იცი, რა სიამოვნებით მივცემდი ბავშვებს იარაღს?” – ისმის აუდიოჩანაწერში ხმა, რომელსაც ახალაიას მიაწერენ. იგივე ხმა ამბობს, რომ “სისხლი იქნება” და პროცესს ვერაფერი გააჩერებს.

აუდიოჩანაწერს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ “შინაარსი არავის უკვირს”, ავთენტიკურობის დადგენა კი “გამოძიების საქმეა”.

ახალაია

“მითების დეტექტორმა” აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოს – Hiya-სა და Deepfake-O-Meter-ის დახმარებით გააანალიზა.

ხელოვნური ინტელექტის გადამოწმების ხელსაწყოს Hiya-ს თანახმად, აუდიო მასალა 75%-ით AI გენერირებულია, ხოლო Deepfake-O-Meter-ის  4 მაჩვენებლის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი აუდიოში 84%-დან 100%-მდეა.

InVID & WeVerify-ის ხელსაწყოში ჩაშენებული აუდიო დეტექტორის Hiya-ს დახმარებით მიღებული შედეგების მიხედვით, აუდი მასალა 75%-ით AI გენერირებულია.

​​

ახალაია
Hiya-ს შედეგები

Deepfake-O-Meter-ზე მიღებული შედეგების მიხედვით, აუდიო მასალა  4 მაჩვენებლის მიხედვით მაღალპროცენტიანი ალბათობით არის AI გენერირებული.

ახალაია
Deepfake-O-Meter-ის შედეგები

აღსანიშნავია, რომ აუდიოჩანაწერს ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილიც გამოეხმაურა და მისი ნამდვილობა უარყო.

ახალაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved