• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აი, ამის ეშინია ივანიშვილს და ამას გაარიდა შვილები საქართველოდან“ – ყველაძე მძიმე სცენარი, რომელიც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს

ალია ავტორი - ალია
21:31 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362

ლევან ჯავახიშვილი, ალია

„ნაცმოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმა, არჩევნების წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკაში გაიქცა და ოჯახიც უცხოეთში გაიხიზნაო. ივანიშვილს საქართველო არ დაუტოვებია, ოჯახი კი უცხოეთში ჰყავს, მაგრამ ის არსად წასულა. „ალიას“ წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად ერთი რამის ეშინია:

„სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში უკიდურესად დამძიმდა და ხალხის ყოფა დღითი–დღე უარესდება. „ნაცმოძრაობამ“ „თავისუფლების  მოედანზე“ აქცია რომ მოაწყო, იქ ბევრი იყო ისეთი, სულ არ აინტერესებდა „ნაცები“ და სააკაშვილი. ბევრი მიიყვანა გაჭირვებამ, ბევრს ჩამოსვლა უნდოდა რეგიონებიდან და მიზეზთა გამო ვერ მოახერხა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ცხოვრება ურჩევნია, შიმშილით სიკვდილს. სახალხო ბუნტის რეალური საფრთხე არსებობს. ხალხს შია და პურის ფული არ აქვს, შვილი და შვილიშვილი ჰყავს ავად და წამალს ვერ ყიდულობს. გამწარებული ხალხი კი ძალიან საშიშია. ეს კარგად იცის ივანიშვილმა. გრძნობს, თუ რაღაც არ შეცვალა, სახალხო აჯანყება გარდაუვალია. მალე ხალხს აღარ დასჭირდება წინამძღოლად პოლიტიკური პარტიები. ვერც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შეაკავებს.

კომენდანტის საათიც რომ დააწესოს ხელისუფლებამ, ეს დროებითი გამოსავალი იქნება. როდემდე იქნება ეს კომენდანტის საათი? ხომ გააუქმებენ. აი, ამ სახალხო ბუნტისა ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას. იმიტომ გაარიდა შვილები საქართველოდან. რევოლუციურ პროცესებს პოლიტიკოსები  მართავენ, მათთან მოლაპარაკება და გარანტიების მიღება შეიძლება მაშინაც, თუკი ხელისუფლების დათმობის გარდა, სხვა გზა აღარ გაქვს. ეს „ვარდების რევოლუციამ“ და რევოლუციონერთა მიერ ედუარდ შევარდაძისადმი მიცემულმა გარანტიებმაც დაადასტურა. მართალია, უცხო ქვეყნების ჩარევით, მაგრამ შევარდნაძემ გარანტიები მიიღო. სახალხო ბუნტის დროს კი არავის არაფრის გარანტია არ გააჩნია. ვერც ერთი  სახალხო ლიდერი ვერავის ვერაფრის გარანტიას ვერ მისცემს, რადგან თავადაც არ ეცოდინება, ორი დღის მერე იქნება თუ არა ისევ ლიდერი.

გამწარებული ხალხი თუ გამოვიდა გარეთ, ხელისუფლების ლიდერებს ის ექნებათ სანატრელი, როგორმე ოჯახები გადაარჩინონ, თავად შეიძლება ვერც გაასწრონ ხალხს. გარეგნულად არ იმჩნევენ, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ უკვე პანიკური შიში აქვთ სახალხო აჯანყებისა. დღეს ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე პანდემიაა, მაგრამ მალე ეს მოკავშირეც ვეღარ უშველის. დასავლეთისგან განწირულ ბიძინა ივანიშვილს ვერც რუსეთი უშველის. რუსეთი შეიძლება ჩაერიოს დასავლეთის მიერ მოწყობილ რევოლუციაში, მაგრამ სახალხო ბუნტის შეკავებას არც კი შეეცდება. რას იზამს? ჯარს შემოიყვანს? ქართველ ხალხს დაუპირისპირდება? ეს აბსურდია. ეს 9 წელი ხელი რომ გაეტოკებინა „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის ეკონომიკისთვის მიეხედა, საკუთარი ჩინოვნიკებისა და სხვა და სხვა რანგის დეპუტატების მადა დაეოკებინა, ქვეყნის ქონებისა და ბიუჯეტის ძარცვის მეტი სხვაც ეკეთებინათ რაიმე სასიკეთო, ხალხისთვის ყოფა შეემსუბუქებინათ და არა გაეუარესებინათ, ასეთ დღეში არ ჩაცვივდებოდნენ“ – უთხრა „ალიას“ წყარომ.

რა მოხდება, თუ ქვეყანაში მართლა სახალხო აჯანყება დაიწყება? რას მოიმოქმედებს ხელისუფლება? პოლიციას დაუპირისპირებს ხალხს და სისხლში ჩაახშობს აჯანყებას თუ გაერიდება გამწარებულ ხალხს და დათმობს ხელისუფლებას? ამ კითხვებზე წყაროს კონკრეტული პასუხები აქვს:

 „ბიძინა ივანიშვილმა, დიდი შანსია, ძალის გამოყენება სცადოს. არამარტო მას, არავის ეთმობა ხელისუფლება და ის უზარმაზარი ფული და ქონება, რაც იშოვნეს და რის შოვნაც გეგმაში აქვთ. თუმცა, ვიცი, რომ პოლიცია არ დადგება ხელისუფლების მხარეს. ეს შესაძლო საფრთხე, უკვე მუსირებს პოლიციის სისტემაში. შსს–ში არიან ავტირიტეტული პოლიციელები, ცხადია, გარკვეული თანამდებობის პირები, რომლებიც არათუ ხალხს არ დაუპირისპირდებიან, მათ მხარეს დადგებიან და სხვა პოლიციელებსაც ამას მოუწოდებენ. ბიძინა ივანიშვილს არც ჯარი გაჰყვება, თუ ამაზე მიდგა საქმე. ჯარისკაცები და ოფიცრები არ დაუპირისპირდებიან ხალხს. ეს არის ყველაზე მძიმე და სრულიად რეალური სცენარი, რომელიც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ უგუნურმა მმართველობამ მიიყვანა აქამდე საქმე.

დაბოლოს, ერთსაც ვიტყვი და ამჯერად ამით დავასრულოთ. „ქართული ოცნებიდან“ მალე მოისვრიან დიტო სამხარაძეს, რეგიონული სამსახურის უფროსს და პარლამენტის დეპუტატს. ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით, განსაკუთრებით, რეგიონებში. ზოგადად, „ქართულ ოცნებაში“ წმენდა იქნება. არჩევნებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, დაჭერა, შიმშილობა და მერე მისი კლინიკაში გადაყვანის მთელი ეპოპეა რომ არ მოჰყოლოდა, ეს პროცესი უკვე დასრულებული იქნებოდა, მაგრამ  მთელი პარტია სააკაშვილის რეჟიმზე მუშაობდა. ვის დააქვეითებენ სამხარაძის გარდა პარტიაში, ჯერ უცნობია, მაგრამ ვფიქრობ, მარტო მის მოცილებას არ დასჯერდებიან, რადგან არჩევნების ივანიშვილისთვის არასასურველი შედეგები არა მარტო სამხარაძეს ბრალდება. სამხარაძეს თუ გაუშვებენ, მას მიჰყვება „ქართული ოცნების“ რეგიონული და რაიონული სამსახურების ბევრი უფროსი“, – განუცხადა წყარომ „ალიას“.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved