• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აგვისტოს ომის ვეტერანი ნაგავსაყრელზე ცხოვრობს

ალია ავტორი - ალია
13:59 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ბათუმის ნაგავსაყრელზე წლებია ცხოვრობს აგვისტოს ომის ვეტერანი. 39 წლის ჯემალ ბერიძე შინდისის ბრძოლის ვეტერანია – ახლა ის იძულებულია თავი ნაგავში მცირედი რკინის მეტალების ქექვით ირჩინოს და ოჯახიც შეინახოს. 

აგროვებს კონსერვის ქილებს, კილოგრამს 70 თეთრად აბარებს, 1 კილო პლასტმასში კი 30 თეთრს იღებს. თვის ბოლოს 200-დან 300 ლარამდე უგროვდება

“იქექები, ყველა ცელოფანს ხევ ფაქტიურად, იმისთვის რომ რამე არ გამოგრჩეს. ნახვაზეა რა, ვის როგორი ბედი აქვს და რას ნახავ და რა შეგხვდება. თორე ყოფილა დღეები რომ საერთოდ ვერაფერი ვერ გაგვიკეთებია და უბრალოდ გავსულვართ სახლში ჩვეულებრივად. ასეთი დღეებიც ბევრი ყოფილა”, – ამბობს 2008 წლის ომის ვეტერანი. 

ოჯახი აქაურობას სოციალური დახმარებით გაარიდა, თვითონ იძულებულია აქვე დარჩეს, რომ მათი რჩენა შეძლოს. შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ქირის თანხა მთავრობისგან მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია. სოციალურის გარდა, შინდისის ტრაგედიის მონაწილისთვის ერთადერთი დახმარება 22-ლარიანი პენსიაა. სამხედრო სამსახურიდან ომის დროს მიღებული თავის დახურული ტრავმის, ხერხემლისა და ელენთის დაზიანების გამო გამოუშვეს, ისე რომ არც კომპენსაცია მიუციათ. 

ქირით ნაშოვნი ერთოთახაინი ფიცრულის გარდა, მისი ოჯახის საკუთრებაში სოფელ ზედა ლეღვაში კუთვნილი დანგრეული სახლია, სახლი, სადაც ცხოვრება არ შეიძლება, რადგან მოძრავ ქანებზე დგას და მეწყერმა უკვე ეზოს ნაწილი გამოაცალა.

მთავრობის დახმარებას ამაოდ ელოდება მამუკა ხილაძეც, რომელსაც აჭარაში ყველა გმირის სახელით იცნობს. მამუკამ ტალღებისგან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იხსნა და დღეს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში თავად ცხოვრობს.

როცა პატარა ბავშვების სიცოცხლე იხსნა და ყველამ გაიცნო, აჭარის მთავრობამ ერთი წელი უნივერსიტეტის გადასახადი დაუფარა, თუმცა მრავალი სოცოცხლის გადამრჩენელი მალე ყველამ დაივიწყა. ქარმა მის სახლს ჭერი გადახადა. 

გეოლოგების დასკვნის მიხედვით სახურავახდილი სახლის გასამაგრებლად სარემონტო სამუშაოები საკმარისი არ არის. სახლი უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს, რისთვისაც ხელვაჩაურის გამგეობამ მხოლოდ 1200 ლარი გამოუყო. 

ქართულ ოცნებაში ნაგავსაყრელზე მცხოვრები სხვა 20-მდე ოჯახის შესახებაც არაფერი გაუგიათ. ადამიანები, რომელთა არსებობაც ყველას დაავიწყდა, ცხოვრებას ნაგავსაყრელზე აგრძელებენ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved