• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღარაა კიდევ ერთი დიდი სიკეთე დედამიწაზე…” – ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
11:10 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ცნობით, უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა.

“ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა…

მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავსო, – გუსტავ ფლობერი წერდა…

ჩვენს უნივერსიტეტსაც მოუკვდა თავისი სულის სამი დიდი ნაწილი ამ რამდენიმე დღეში…

კაფკასი არ იყოს, იქნებ, ცხოვრების აზრი მართლა იმაშია, რომ ოდესმე ის წყდება…

მაგრამ როგორი ძნელია ერთი კვირის რადიუსში კიდევ ერთი მეგობრის, კიდევ ერთი კოლეგის სიკვდილს შეხვდე…

შეხვდე და იგრძნო… იგრძნო და გეტკინოს…

ეკა ჩიკაშუა, ჩვენი უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსი აღარაა.

აღარაა კიდევ ერთი დიდი სიკეთე დედამიწაზე…

აღარაა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დედა, მეუღლე, მეგობარი, შვილი, პროფესიონალი…

დიდხანს იბრძოდა…

დიდხანს ეცადა, დედამიწაზე დარჩენილიყო… მაგრამ… ყველაფერი დასრულდა…

თუმცა, ვინ იცის, რა სრულდება სიკვდილით და რა იწყება მის მიღმა?

თუმცა, ვინ იცის, სად სჯობს და რატომ?

ორი მცირეწლოვანი შვილის დედისთვის დედამიწაზე დარჩენა სჯობდა, ცხადია…

ამიტომაც იბრძოდა ასეთი თავგანწირვით სიცოცხლისთვის, ალბათ…

ეკა ჩიკაშუამ დაასრულა “ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა…”

ჩვენ “ლამაზი მეგობარი გვყავდა…”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ფეისბუქპოსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved