• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აღარ გამოიყენოთ სრულიად გაუგებარი “ზელიონკა, არ გაიკეთოთ „გადასხმები” – რას წერს ინფექციონისტი?

ალია ავტორი - ალია
20:12 07-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
765

ექიმი – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ფეისბუქ-სტატუსში  რეკომენდაციებს გასცემს და მოგვიწოდებს, თვითნებურად არ მივიღოთ პრეპარატები: 

 

ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვას რომ პრობლემები აქვს, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არის ასეთი შეუძლებელი სტერეოტიპების ის ელემენტარული ცვლილებები, რომლებსაც არავითარი გენერალური რეფორმები არ ჭირდება. უბრალოდ, მარტივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომ
– აღარ გამოიყენონ სრულიად გაუგებარი “ზელიონკა“ გამონაყარზე (თუნდაც იმიტომაც, რომ ამ სრულიად უსარგებლო რამით მწვანედ მოხატული რომ მივდივართ ექიმთან, გამონაყარი აღარ ჩანს და ძალიან რთულია რაიმე ამოიცნო).
– არ გაიკეთონ „გადასხმები“, როცა შესანიშნავად შეუძლიათ წყლის დალევა და თუ ექიმი ეუბნება, რომ არ ჭირდება, არ მოითხოვონ კატეგორიულად;
– არ გაიჭყიპონ ბროწეულის და ჭარხლის წვენით ჰემოგლობინის ასაწევად და მიიღონ რკინის პრეპარატი, რაც დანიშნული აქვთ;
– არ მიიღონ და გაიკეთონ გაურკვეველი წარმოშობის „იმუნიტეტის გასაძლიერებელი“ წამლები;
– არ მიიღონ ასევე გაურკვეველი წარმოშობის „მცენარეული“ პრეპარატები,
– ყელის ტკივილზე არ მიიღონ ერითრომიცინი და მუცლის ტკივილისას ბისეპტოლი;
– არ იკეთონ „კატე“ კოვიდის დიაგნოზის დასმისთანავე, არ არის საჭირო
– არ სვან თაფლიანი წყალი უზომზე იმ იმედით, რომ „ორგანიზმს იწმენდენ“,
– არ სვან გაზგასული თბილი ბორჯომი და შემდეგ თბილ „გრელკაზე“ დაწვნენ მარჯვენა გვერდზე, ამ გზით არ ხდება არაფრის „გამორეცხვა“, სამაგიეროდ შეიძლება მავნე შედეგი ქონდეს;
– შეწყვიტონ საინექციო ამპულების გატეხვის და შიგთავსის დალევის გაუგებარი პრაქტიკა (საინექციო იმიტომ არის საინექციო, რომ ინექციის სახით მიიღება, ხოლო თუ პერორალურად გვინდა, შესაბამისი ტაბლეტი ან ხსნარი უნდა მივიღოთ).
– სრულიად გაუგებრად არ აიკრძალონ ზოგიერთი საკვების მიღება, მაგალითად, პამიდორის (უამრავი დაავადების დროს, განსაკუთრებით ღვიძლის დაავადებების დროს, ბევრი ადამიანი რატომღაც არ ჭამს პამიდორს). ასევე ღორის ხორცის მიღება (პამიდორი და ღორის ხორცი განსაკუთრებულად ეჭვმიტანილი პროდუქტებია და ყველაზე მეტად სწორედ მათ ერჩიან). თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რატომ უნდა იწესებდნენ (ან უწესებდნენ) ადამიანები აბსოლუტურად უსაფუძვლო აკრძალვებს;
– ამაზე ადრეც ვწერდი და არ მეზარება გამეორება: არ აიღონ ვალი გინდა თუ არა ბახმაროში და მსგავს ყბადაღებულ კურორტებზე წასასვლელად, არ არის აუცილებელი.
– გაითვალისწინონ, რომ დიაგნოზი ყოველთვის ვერ დაისმევა და ეს შეიძლება არც იყოს ექიმის ბრალი (თუმცა, ცხადია, ექიმებსაც მოგვდის ბევრი შეცდომა და ზემოაღნიშნულ პრაქტიკას, ზოგჯერ, საწუხაროდ, ექიმების რჩევითაც მისდევენ პაციენტები).
თავს აღარ მოგაბეზრებთ, ეს სია ძალიან გრძელია. ბოდიშს ვიხდი, თუ მენტორული ტონი გამომივიდა, მაგრამ ამ წვრილმანებს ყოველდღიურად დიდი დოზებით ვაწყდები და მიმაჩნია, რომ სწორ სამედიცინო ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგჯერ ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედების, ზოგჯერ კი არასაჭირო ხარჯების და დროის ფუჭად კარგვის თავიდან ასაცილებლად.
ჯანმრთელობას გისურვებთ.
თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved