• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ თვითმფრინავი საბარგოა, აღარც იმას, საით მიფრინავს…” – ქაბულიდან ევაკუირებულ უცხოელთა შორის ქართველები არ არიან

ალია ავტორი - ალია
13:53 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

უკრაინამ თავისი თვითმფრინავით ქაბულის აეროპორტიდან გაიყვანა უკრაინის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 80-მდე მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია, თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მიერ ტვიტერით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

კულება წერს, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა ქაბულიდან გაიყვანა უკრაინის, ავღანეთის, ბელარუსის, ნიდერლანდებისა და ხორვატიის მოქალაქეები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, შემდგომი მიმართვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინელების და უცხოელების დასახმარებლად.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ უკრაინული თვითმფრინავით ავღანეთიდან გაიყვანეს 80-მდე ადამიანი, მათ შორის 8 უკრაინელი და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებმაც სასწრაფოდ ევაკუაცია ითხოვეს და ისინი უკვე უსაფრთხოდ არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორებად მყოფი მოქალაქეები სამინისტროს დახმარების თხოვნით 15 აგვისტოს დაუკავშირდნენ და “სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში”. რამდენი მოქალაქე იმყოფება ავღანეთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს.

წყარო – რადიო თავისუფლება

დავით ქაცარავა:

“როგორც გავიგეთ, ქაბულში ჩარჩენილია საქართველოს 22 მოქალაქე. ხვალ ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავი მოფრინავს ავღანეთიდან. სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში 22 ვე ქართველს ემუქრება სიკვდილი.”

აღმოსავლეთმცოდნე, ზურაბ ბატიაშვილი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ავღანეთში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. მათთან მაქვს კონტაქტი და ყველანი ცოცხლები არიან. სხვა დეტალებზე მათივე უსაფრთხოების გამო საჯაროდ ვერ ვისაუბრებ.”

“სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ქაბულის აეროპორტში დაწყებულ ქაოსს.“

“მძიმე კადრები ქაბულის აეროპორტიდან – ყველა თვითმფრინავში მოხვედრას ცდილობს. აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ თვითმფრინავი საბარგოა. აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, საით მიფრინავს, რადგან “თალიბანმა” აეროპორტის მიმართულებითაც გახსნა ცეცხლი.”

თეგები: ქაბული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved