• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აგენტის” სტატუსის მიკერება არის გაუგონარი უმადურობა” – შოთა შალელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:00 03-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220
“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, შოთა შალელაშვილი:
პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლოს მტრის და მოყვრის გარჩევა, მეტი სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო, როცა საქმე ქვეყნის ისტორიულ საგარეო არჩევანს და მის მომავალს ეხება.
გულდასმით გავეცანი ,,ქართული ოცნების”პოლიტიკური დანაყოფის ,,ხალხის ძალა,,-ს მიერ ინიცირებულ კანონის პროექტებს ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ’’ და ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ’’. გავეცანი ავტორისეული განმარტებებსაც, თუმცა მე ვერ ვხედავ გულწრფელ მიზანს გამოვლენილ იქნან მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენლები, მე ვხედავ უპრეცედენტო უმადურებას იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე მხარს უჭერენ ქართველ ხალხს დემოკრატიზაციის, რეფორმების და სამართლიანი არჩევნების გზაზე. ,,უცხოური გავლენის აგენტი’’-ს სტატუსის მიკერება იმ ორგანიზაციებსა და თანამოქალაქეებზე, რომლებიც მუხლჩაუხრელად და ხშირად ინსტიტუციებზე ეფექტურად მუშაობენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა, თავისუფალი მედიის და სასამართლოს მიმართ არის გაუგონარი უმადურობა.
შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხსნი ე.წ. ხალხის ძალის ინიციატივას და კიდევ უფრო მეტად მაღელვებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სტუდენტ-ახალგაზრდები, აკადემიური სფეროს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიზიკურად აპროტესტებენ ამ ინიციატივას. მე ვერაფრით ვერ ვხსნი და მაღელვებს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოზიცია, როცა ევროინტეგრაციის გზაზე მდგარ ქვეყანას ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, მათ შორის ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მოწოდებების იგნორით და ხშირად ცინიკური კომენტარებით.
მეგობრებო, ეს კანონპროექტი არ გახლავთ ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის სრულად ანტიკონსტიტუციური სულისკვეთებით ნაკარნახები ინიციატივა, დაუშვებელია ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის შინაარსისგან გადახვევა!
უკეთ გაეცანით სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის როლს და მნიშვნელობას დემოკრატიული ტრანსფორმაციის პირობებში, უკეთ გაეცანით საკუთარი ხალხის ნამდვილ ნება-სურვილს და გაემიჯნეთ ყველაფერს ანტიქართულს და ანტიდასავლურს !
ჩემი თვითმიზანი არის ძლიერი და ერთიანი საქართველო და სწორედ ამ მიზნით მე, მხარს დავუჭერ ყველა მშვიდობიან დეკლარაციას, რაც გააძლიერებს ჩვენ ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად, ვინც გულწრფელი სულისკვეთებით დღეს იცავს ქვეყანას !”

ოცნების ყოფილი 14 დეპუტატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს – დეტალები

თეგები: შოთა შალელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved