• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადვოკატი ადასტურებს, რომ გულბაათ რცხილაძე ირანში წასვლას გეგმავდა

ალია ავტორი - ალია
11:49 06-01-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

თბილისის საქალაქო სასამართლოში ორმაგი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი იწყება. წინასწარ ცნობილია, რომ ლელა მარიდაშვილი პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის პროცესს დახურავს, რადგან საქმეს გრიფი ადევს.

დაკავებულის ადვოკატი, ლაშა გოლუბიანი განმარტავს, რომ რცხილაძეს სასამართლოზე სიტყვის უფლების გამოყენება სურს, რადგან ბევრი აქვს სათქმელი.

უფლებადამცველთან საუბრისას დაკავებულმა განმარტა, რომ მისი დაკავება პრორუსული საბჭოს შექმნას უკავშირდება.

ამ ეტაპზე ისუვ უცნობია, რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან გულბაათ რცხილაძეს. არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ქვეყაა რუსეთი იყოს, მეორე კი ირანი. აღსანიშნავია, რომ ხმაურიანი დაკავების შემდეგ ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ეს უკანასკნელი ირანში იყო მიწვეული.

ადვოკატი აცხადებს, რომ გულბაათ რცხილაძე ირანში ტელეკომპანია “ობიექტივიდან” უნდა წასულიყო და ჟურნალისტური საქმიანობა უნდა განეხორციელებინა.

საქმეში გარკვეული ვიდეო-მასალები დევს, უბრალოდ, დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის მასალებია იქ. თვითონ, დაკავებას პოლიტიკურად აქტიურობას უკავშირებს, უკავშირებს იმ ფაქტს რომ “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა…

ირანში წასვლასს აპირებდა, თუმცა ბოლო პერიოდში გადაიფიქრა, ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაძლოა, ერთ-ერთი [მიზეზი] იყოს ირანი, შეიძლება არ იყოს. ირანში ჩვეულებრივად სიუჟეტი უნდა გაეკეთებიდათ, მედიაკავშირმა “ობიექტივმა” ჯგუფი გამოყო, ერთ-ერთი ბატონი გულბაათი იყო, ასევე ერთი ოპერატპრი და ერთი ჟურნალისტი კიდევ. მათ ირანში მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინათ”- ამბობს ლაშა გოლუბიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტი ხშირად აწყობდა კონფერენციებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

“აი, ფაქტის” ცნობით, გულბაათ რცხილაძის ორგანიზაციას, 2020 წლიდან აფინანსებს 2023 წელს, აშშ-ს მიერ დასანქცირებული რუსული “პრავფონდი”, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს.

საჯარო სივრცეში გავრცელებული ცნობების მიხედვით, გულბაათ რცხილაძეს საქართველოში რეგისტრირებული აქვს სულ ოთხი ორგანიზაცია: “ევრაზიის ინსტიტუტი”, “კავკასიური თანამშრომლობა”, “სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთის” და “საქართველოს უკვდავი ჯარი”.

30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი ადამიანი – ის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“- დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძეა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved