• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადვილი მოსათმენი არაა, როცა უხამსად აგინებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ექიმია და მამაჩემია”

ალია ავტორი - ალია
17:23 04-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მამაჩემი ანზორ მელია ჩაერთო ექიმების სრულიად აპოლიტიკურ აქციაში – გამოთქვა მზადყოფნა ემიგრანტებისთვის დისტანციურად გაეწია კონსულტაცია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ექიმთა შესაბამის სიაში მისმა აღმოჩენამ აღაშფოთა ერთ დროს ღატაკი, სოციალურ შემწეობაზე მყოფი და ახლა უკვე დეკლარირებული მილიონერი, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე და დღესაც ხელისუფლების პარტიული ფუნქციონერი სოსო გოგაშვილი.

ეს აღშფოთება გამოხატა უხამსი გინებითა და 72 წლის ექიმის ტერორისტად გამოცხადებით.

მოკლედ, იოლი მოსათმენი ნამდვილად არაა, როდესაც შენი ოპონენტი საჯაროდ აგინებს შენს მშობელს, აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ ის ექიმია და მზადაა დაეხმაროს ხალხს. რაც მთავარია, აგინებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ იგი მამაჩემია.

ანზორ მელია არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ამდენად გოგაშვილის „ბირჟავიკული“ ისტერია ვერანაირად ვერ იქნება გამოწვეული უშუალოდ მისი პოლიტიკური შეხედულებებით, გოგაშვილი მას აგინებს მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემია.

ანზორ მელია ზუსტად იმდენი წელია ექიმია და პაციენტებს ემსახურება, რამდენი წლისაცაა ბატონი გოგაშვილი.

რაც თავი მახსოვს, მამაჩემი არც თავს ეკუთვნოდა, არც ჩვენ, შვილებს, პაციენტებს ეკუთვნოდა და ეკუთვნის

იგი არასოდეს არ ჰყოფდა პაციენტებს არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე ნიშნით და მისთვის დღესაც პაციენტია უმთავრესი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის პარტიულ კუთვნილებას.

და მთავარი, მამაჩემი აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც იბრძვის ადამიანებისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომელსაც ბატონი გოგაშვილისნაირი „ანტიტერორისტები“ უსპობენ.”

შეგახსენებთ, გუშინ, სუსის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილი, უშვერი სიტყვებით მოიხსენია 72 წლის ექიმი, კარდიოლოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ანზორ მელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved