• რეკლამა
  • კონტაქტი
01:28, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადვილად მოსაცილებლები არიან მოხუცები, ხო? ჯანმრთელი დედა დამიკორონეს!!!” – რა ხდება კახეთში?

ალია ავტორი - ალია
22:08 10-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ევრონიუს.ჯი-ის რედაქტორი, ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოუწევს გამყრელიძე-იმნაძის დუეტს, გამცეს პასუხი, სწრაფი ტესტის მერე რატომ დააწვინეს 82 წლის ქალი კოვიდინფიცირებულთა პალატაში და რატომ არ გადაამოწმეს ლუგარში პასუხი.

ადვილია ხო, სხვისი ოჯახის წევრის გაწირვა?! ცხადია, ახლა ლუგარი დაწერს, რომ კოვიდი აქვს, რადგან ჩაკეტილ პალატაში ადვილია გადადება. უნდა აგვიხსნან, მკურნალობის რა მეთოდია ეს და დედაჩემს რომ რაიმე დაემართოს, პასუხმგებელი ვინაა – ოჯახის ექიმი? სასწრაფოს ექიმი? წნორის საავადმყოფო?

თუ ის, ვინც ლუგარის დასკვნის გარეშე სასწრაფოდ გადაიყვანა კოვიდინციფირებულთა პალატაში. ან იქნებ ქართული ჯანდაცვა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკა კი არა, ერთი ჭკვიანი ადამიანი არ ჰყავს და მხოლოდ მაფიოზების გარემოცვაშია? დედაჩემი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა იქნება მერე, არ ვიცი. არ შეგარჩენთ, თქვე ნაძირლებო.

ვაქირელებისთვის!

იძულებული გავხდი, ეს დამეწერა. ანუ სიმართლე. ორი დღის წინ, დედაჩემს დაემართა ცისტიტი, იმის გამო, რომ ფეხები გაუცივდა და ამის ნიადაგზე მისცა სიცხე 37,5. რადგან 10-15 წლის წინ მას ჰქონდა პლევრიტი, ისიც გაციების გამო და ძლივს გამოვტაცეთ სიკვდილს ხელიდან, მარჯვენა ფილტვი აქვს დაზიანებული.

ტემპერატურის მატების დროს ყოველთვის ვშიშობ პლევრიტზე და მომყავს ექიმი ფილტვების გასასინჯად. უბნის ექიმთან მივედი და არ გამომყვა, ჩვენ დისტანციურად ვმუშაობთ, როცა სიცხე აქვს პაციენტს და ამიტომ, სასწრაფო გამოიძახე, ის გაუსინჯავს ფილტვებსო. გამოვიძახე სასწრაფო. სასწრაფოს ექიმი ჩხუბით დამეკონტაქტა, უბნის ექიმი არ გყავთ, ის ვერ მოიყვანე, 37 სიცხეზე სასწრაფოს რატომ იძახებთო. დავიბენი და შევეკამათე, ცხადია, დანგრეული ჯანდაცვის თავად ვერ გაუგიათ ვერაფერი და მე როგორ უნდა გავიგო?

ნუ მოკლედ, სიცხე არ აღმოაჩნდა ამჯერად დედას, მაგრამ ფილტვები შეუმოწმა და ანთებაა მარჯვენაშიო, მითხრა. ამიტომ უარი არ ვთქვი სტაციონარში მის წაყვანაზე. წნორის საავადმყოფოში მოათავსეს ბოქსირებულ პალატაში. ხშირად ვაკრიტიკებ ამ საავადმყოფოს, მაგრამ ამჯერად მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მოათავსეს ვიპ პალატაში და მითხრეს, რომ ფილტვების ანთება ქონდა.

მერე გადაუღეს რენდგენი და მარჯვენა ფილტვზე ანთების დასაწყისიაო, ამიხსნეს. ადრეც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, რადგან დედა პნევმონიაგადატანილია და ერთი თვის განმავლობაში ჩირქს უღებდნენ ამ ფილტვიდან, აქვს ნაწიბურები და ეშლებათ ანთებაში. ამჯერად თავი რატომღაც არ გამოვიდე და არ ვუთხარი, რომ შეიძელბა შეცდნენ და ვიფიქრე, ერთი დღე იწვეს, გადასხმებს გაუკეთებენ და მოყოჩაღდება მეთქი. თურმე ეს არ უნდა მექნა და საერთოდაც, არ უნდა დამერეკა სასწრაფო დახმარებაში.

რადგან სიცხე ქონდა, აუღეს კორონატესტი და კარგად მყოფი ადამიანზე, მეორე დღეს მითხრეს, რომ კორონა ქონდა. არავისი მტერი არ ვარ და ცხადია, არც საკუთარი თავის. თუ ვინმე ყოფილა ჩემთან ერთი თვის წინ კი არა, ერთი წლის წინაც, არავის არ აქვს კორონა, არც ქონია. ცოცხალი კორონიანი არც მინახავს და მით უფრო, დედაჩემი, რომელიც 24 საათის სახლშია ჩაკეტილი, საიდან გადაეყრებოდა? სხვანაირად კიდევ, კორონა თუ ფრინავს, უნდა გვითხრან. მოკლედ, წუხელ ღამის 3 საათზე მირეკავს საავადმყოფოდან ექიმი, რომ სწრაფი ტექტით, რომელიც ლუგარში კი არა, ციტოში შეამოწმეს, აღმოაჩნდა კორონა და უკვე გამოიძახეს კატასტროფის მანქანა.

ღამის 3 საათზე გადაიყვანეს, დაგვაპანიკეს, 82 წლის ქალი შეაშინეს, დასტრესეს და ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ ლუგარში ანალიზი, დააწვინეს 5 კოვიდინფიცირებულთან ერთად პალატაში. ახლა გასინჯავს ლუგარი და ცხადია, ექნება კორონა. აი, ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა- გადაუმოწმებლად, სახელდახელოდ აღებული ტესტებით და მერე, ერთმანეთიდან გადადება არაა რთული.

82 წლის დედას, რომელსაც აქვს დიაბეტი, წნევა და სხვა, ასაკობრივი ავადმყოფობებიც, იმედია, არ მომიკლავენ. ახლა დავრეკე და მითხრა, საუკეთესოდ ვარ, არაფერი მაწუხებს, აქ რა მინდა, ვერ გამიგიაო. კარგ პირობებში არის, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამაგებინოს ვინმემ, გადაუმოწმებლად შეიძლება, კოვიდიან პაციენტებთან რისკჯგუფის ადამიანი შეუშვა? რატომ არ დააწვინეს ცალკე და თუ ლუგარი დაადგენდა იგივეს, მერე გადაეყვანათ. რას აკეთებ ჯანდაცვა? ხოცავთ ხალხს, ხომ? მით უფრო, რომ ამ საქმის ჩალიჩმაისტერი ტროიკა გვეუბნება, ოჯახის ექიმმა უნდა მოგხედოთო, სწრაფ ტესტებს ცდომილება აქვსო…

თუ ასეა, რატომ უშვებთ ხალხს პირდაპირ ეშაფოტზე? ადვილად მოსაცილებლები არიან მოხუცები, ხო? სამივეს- გამყრელიძეს, იმნაძესა და ცერცვაძეს კარგად ვიცნობ. იმნაძის საქციელი ნამდვილად მიკვირს, ცერცვაძემ თავისი პროტესტი დააფიქსირა და გამგებიც გაიგებდა მისი ქმედებიდან ყველაფერს. გამყრელიძის პერსონას კი უკომენტაროდ დავტოვებ ჯერ…

როგორც ჩანს, ამიტომ გვიანონსებდნენ კუბოებს, სიკვდილს და ჯანდაბას, თორემ რა იცის იმნაძემ რა მოხდება, ვანგაა? წინათ ყველაფერზე გვეუბნებოდა ჟურნალისტებს, საგანგაშო არაფერიაო და ახლა განგაში და ნერვიულობა წამალი გახდა?

და კიდევ, მედიცინის მუშაკებო, ნუ ხდით კოვიდს სტიგმად და ნუ აშინებთ ხალხს. სოფელში ხმებს ავრცელებენ, თითქოს მე მყავდა სტუმრები და მათ აღმოაჩნდათ კოვიდი, არავის არაფერი აღმოჩენია, არც ქონია არავის ეს ვირუსი, დანარჩენი, ყველაფერი მოგიყევით. სხვა სალაპარაკოა ჩემი სახლში გამოკეტვა. ჯერ მითხრეს 5 ოქტომბრამდე ვერ გახვალო, არადა, დედასთან კონტაქტი საავადმყოფოში მიყვანის წამების მერე აღარ მქონია და დღეიდან ამითვალეს 12 დღე. როგორ მე ვიცი და გვაწვდიან ინფორმაციას. ჯანდაცვის მამებმა 8 დღემდე დაიყვანეს კარანტინი და მაინცდამაინც ჩემთვის დარჩა ძალაში 12 დღიანი ჩაკეტვა? იქნებ ვინმეს არ აწყობს ჩემი პოლიტიკური აქტიურობა? აი, ახლა კი მართლა ამოგთხრით ამოსათხრელებს. ბოდიში, ვინმე ჩემს გამო თუ შეაწუხეს და დააპანიკეს. ჯანმრთელი დედა დამიკორონეს!!! რატომ? ესეც გაირკვევა.”

თეგები: ნელი ვარდიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved