• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანი არის მოწამლული” – რას ამბობს გიული ალასანია 29 აგვისტოს გადაღებული ფოტოების შეფასებისას

ალია ავტორი - ალია
20:38 12-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,110

ფოტო – ფორმულა, გადაღებულია 29 აგვისტოს

შაბათის ფორმულამ მოიპოვა, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს თანდართული ფოტო მტკიცებულება, რომელიც ვივამედის კლინიკის პალატაში მიმდინარე წლის 29 აგვისტოს არის გადაღებული. ამასთან სააკაშვილის ჯანმრთელობა 4 ოქტომბრის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა, როცა პროკურორებმა მისი ძალით დაკითხვა პალატაში სცადეს.

მედიის ცნობით, სააკაშვილმა ამ კადრების გადაღების შემდეგ, კიდევ მინიმუმ 15-20 კილოგრამი დაიკლო და თუ აგვისტოში წამოჯდომა მაინც შეეძლო, ახლა უკვე საწოლიდან ვეღარ დგება და უჭირს მეტყველება.

ფოტოები, რომელსაც შაბათის ფორმულა ასაჯაროებს, იმ ექსპერტების მიერ არის გადაღებული, რომლებმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დასკვნები მოამზადეს და ეს ფოტო მასალა საქმეს მტკიცებულებად დაურთეს.

ფოტოებში ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტის საუბარს კლინიკის პალატაში 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. კერძოდ, ჩანს სათვალთვალო კამერები, რომლებიც საწოლის თავზეა დამონტაჟებული და გამოსახულებას და ხმას თანაბრად იწერენ.

ყველა, ვისაც აგვისტოს შემდეგ ჰყავს სააკაშვილი ნანახი, ამბობს, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. სააკაშვილის წონის  სწრაფი კლება ოქტომბერში დაეწყო, ის ახლა ლოგინიდან ვერ დგება და უჭირს მეტყველება.

პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ კონსილიუმის ექიმებიც. 4 დეკემბერს სააკაშვილის ნახვამ მძიმე შთაბეჭდილება დაუტოვა თენგიზ წულაძეს. პალატიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ თითქმის 2 მეტრის სიმაღლის სააკაშვილი მხოლოდ 73 კილოგრამს იწონის, რაც შესაძლოა სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზით დასრულდეს.

გიული ალასანია, ფოტოებს “ფორმულასთან” ასე აფასებს:

“ახლა საერთოდ ლანდია ამის დარჩენილი, ამ ადამიანისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი, ჯდომაც უჭირს ადამიანს., გაქრა, ფეხები კიდია ასე, ორი მაკარონი, ხელები 12 წლის ბავშვის. ახლა ბევრად მძიმე მდგომარეობაა, შედარებაც არ არის.”

გიული ალასანია იხსენებს 4 ოქტომბერს, პალატაში საგამოძიებო უწყების შესვლას და ამბობს:

“ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუცვივდნენ ოთახში, აუვარდა ამ ადამიანს წნევა.”

კითხვას, სტერსსმა განაპირობა სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმება?, – გიული ალასანია ასე პასუხობს:

“სტრემა ბიძიგი მისცა, მაგრამ ადამიანი არის მოწამლული, ეს მოწამვლა, ინტოქსიკაცია მუშაობს, ეს ხომ პროცესია, ბიძგი მისცა.”

 

თეგები: გიული ალასანიამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved