ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშცილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი არ აპირებს საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვოს და უკრაინის მოქალაქეობას არ დათმობს.
“ადამიანი ამჟამად არის მებრძოლი უკრაინის ამაყი მოქალაქე, ეს ხომ ფაქტია და უკრაინის მოქალაქეობას არ დათმობს. ადამიანი არის შემქმნელი, ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. ასეთი ადამიანი რა ფორმით უნდა ერთვებოდეს ქართულ პოლიტიკაში, თქვენ თვითონ კითხეთ თქვენ თავს. არ უნდა ერთვებოდეს?
არა როგორ მიმართავს (სალომე ზურაბიშვილს), საერთოდ ვერანაირად, გამორიცხულია. ყოველთვის გამოიძებნება ფორმები, რა ფორმითაც შეუძლია იმოქმედოს,” – აცხადებს გიული ალასანია.
კომენტარები