• რეკლამა
  • კონტაქტი
02:11, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადამიანებო, იყავით ფხიზლად! არ მეგონა, ამ დონემდე თუ დაეშვებოდნენ და ამას გაბედავდნენ” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
19:24 03-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

ადამიანებო, იყავით ფხიზლად!

ა.წ. 2 მარტს ღამის „მთავარში“ ქ-ნი ეკა კვესიტაძე შეეცადა მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ „დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!“ მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყეს, COVID-19-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოქდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი), ამავე დროს „ტვ პირველმა“ განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიის და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან. სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? მე კარგად ვიცნობ ამ ტელევიზიებს, მაგრამ არ მეგონა, იმ დონემდე თუ დაეშვებოდნენ, რომ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირებას და სპეკულირებას გაბედავდნენ. მინდა მივმართო საზოგადოებას იულიუს ფუჩიკის სიტყვებით, რომლითაც იგი მსოფლიოს ფაშიზმის მოახლოვების საფრთხეზე აფრთხილებდა „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ ახლა ვნახოთ როგორია სინამდვილე. ზუსტად იმავე 2 მარტს, როცა საქართველოში COVID-19-ით 12 ავადმყოფი გარდაიცვალა, ისრაელში გარდაიცვალა 30 ავადმყოფი, ბრიტანეთში – 343, გერმანიაში – 401, აშშ-ში – 1989 ავადმყოფი და ა.შ. გამოდის, რომ ამ ქვეყნების და კიდევ სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელები მკვლელები არიან და უნდა გასამართლდნენ? რაც შეეხება COVID-19-ის ახალი შემთხვევების ვითომდა დრამატულად შემცირებას, ბოლო 1 კვირის მანძილზე საქართველოში სტაბილურად ფიქსირდება COVID-19-ით 400-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ისრაელში – 3000-დან 5000-მდე ახალი შემთხვევა, ბრიტანეთში – 6000-დან 7000-მდე ახალი შემთხვევა, გერმანიაში – 6000-დან 11000-მდე ახალი შემთხვევა, აშშ-ში – 55000-დან 69000-მდე ახალი შემთხვევა და ა.შ. რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს, ისინი ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე საქართველოში. ხოლო ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას და ჯანდაცვის მინისტრს გმირ ექიმებთან ერთდ მხოლოდ მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ გაცილებით მწირი რესურსებით და ვაქცინის გარეშეც კი მოახერხეს ახალი შემთხვევების და განსაკუთრებით გარდაცვალების შემთხვევების მინიმიზაცია და გადაარჩინეს ათასობით უმძიმესი ავადმყოფის სიცოცხლე, რაც იმედს იძლევა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის შემდეგ (სავარაუდოდ მარტის მეორე ნახევარში) COVID-19-ის ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება.

ა.წ. 4 მარტს „მთავარმა არხმა“ გადაცემა „მთავარში“ გაუშვა სიუჟეტი, სადაც ჯერ გამოიგონა, რომ „ცერცვაძე ვაქცინაციის ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს?! (ცხადია, მსგავსი არსად არაფერი მითქვამს). ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადმოვლენილ სახეს ბ-ნი გიორგი ჩალაძეს ათქმევინა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს?! დიახ, ბ-ნი ჩალაძე და ქ-ნი კვესიტაძე თვლიან, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს. როგორ მოგწონთ? ადრე ბ-ნი ჩალაძე ჩემს ციხეში ჩასმასაც ითხოვდა, რადგან ყელში ვყავართ გაჩხერილი და ხელს ვუშლი, რომ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატონ. ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანაში ბევრი COVID-19-ით ინფიცირებული და ბევრი გარდაცვლილი იყოს, რომ ხალხი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აამხედრონ. სხვათაშორის, ეს ის ჩალაძეა, რომელიც 1 კვირაა ატყუებს მოსახლეობას, რომ მას შეუძლია დღესვე შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინის 1 მილიონი დოზა?! მაგრამ მთავრობა ამის ნებას არ აძლევს?! მე ვურჩევ ტელემაყურებლებს ყურადღებით ადევნონ თვალი ბ-ნ ჩალაძის პერსონას, რათა იცოდნენ თუ რა ტიპის ადამიანები შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ ისინი სწორ არჩევანს არ გააკეთებენ. „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“

რაც შეეხება სიმართლეს, ყველამ იცის, რომ მე COVID-19-ის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ვარ და ჩემი ეს პოზიცია ათეულობით ტელეინტერვიუში და პოსტში მაქვს დაფიქსირებული. ხოლო იმას, რომ ვაქცინა პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება ვერ იქნება, მთელი მსოფლიო აღიარებს. ცოტა ხნის წინ ეს თავის გამოსვლაში ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა. ასე რომ არ იყოს ევროპის და ამერიკის ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც ისრაელში, აღარ იქნებოდა საჭირო ლოქდაუნები და მკაცრი შეზღუდვები, არ იქნებოდა სავალდებული პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება. მილიონები და მილიარდები არ დაიხარჯებოდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე და ა.შ.

კიდევ ერთი რამ. საკმარისია ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ეს ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ. მიზეზი – როგორ შეიძლება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგი და წარმატებული ხდებოდეს. მაშინ რევოლუციური მუხტი საიდან მოვიტანოთ? ისინი ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ.

გასაგებია, რომ ევროპის და ამერიკის ქვეყნები ეკონომიკურად ჩვენზე ბევრად ძლიერები არიან და მთლიანობაში ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემაც აქვთ, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ სეგმენტებში ჩვენ უფრო წარმატებულები ვიყოთ. ასე მაგალითად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ საქართველოს აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე დაბალი COVID სიკვდილობის პროცენტი (ე.წ. CFR) და ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ევროპის და ამერიკის სხვა ქვეყნებში ჰოსპიტალს გარეთ ასობით და ათასობით COVID-19-ით ავადმყოფია გარდაცვლილი. ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია იმის დასტურად, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების ნაკადები კარგად იმართება. ისიც ხომ ფაქტია, რომ ამერიკის CDC-იმ, კომპანია Gilead-მა და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ლიდერებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად სწორედ საქართველო აირჩიეს და არა შვედეთი, გერმანია, ავსტრია, ისრაელი ან აშშ. ისიც ფაქტია, რომ საქართველო ძალიან დიდი ალბათობით იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის დაამარცხებს 21-ე საუკუნის ორ მთავარ გამოწვევას: C ჰეპატიტს და აივ/შიდსს.

ასე, რომ ჩემო თანამემამულეებო! იყავით ფხიზლად, მაგრამ იმედიანად!

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center

Idacirc Georgia

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

National Center for Disease Control & Public Health, Georgia

საქართველოს მთავრობა

Irakli Garibashvili“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved