• რეკლამა
  • კონტაქტი
03:04, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
13:37 08-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,556

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რუსულენოვან სამოგზაურო ბლოგში, რომელიც ტელეგრამ არხზე აქტიურად ვრცელდება,  შემთხვევით მოხვდა.

რუსი ბლოგერი: საქართველოში სტუმრებს ასეთი სითბოთი ეპყრობიან, თქვენთვის რას ნიშნავს ქართული სტუმართმოყვარეობა?

კალაძე: ქართველისთვის სტუმარი ღვთისგან არის მოვლენილი, ამიტომ სულ გვიხარია, როდესაც ჩამოდიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტატისტიკას თუ ნახავთ, ყოველდღიურად იზრდება საქართველოში ჩამომსვლელთა რიცხვი. მეც ძალიან მიხარია, რომ ტურისტებს მოსწონთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს მათ მიმართ, იცით?! თქვენც ყვებოდით ახლა, როცა სასატუმროში შემოდიოდით, პატარა ისტორიაა, მაგრამ სასიამოვნოა. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ გვაქვს ღვინო, ძალიან გემრიელი ქართული სამზარეულო, ამიტომ ჩამოდით, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით.

რუსი ბლოგერი: რადგან სამზარეულო ახსენეთ, ჩვენ ის ძალიან გვიყავრს და ყოველთვის რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ, გაქვთ თქვენი საყავრელი კერძი, რომელსაც ტურისტებს ურჩევდით, გარდა იმ პოპულაური კერძებისა, რომელიც ყველამ იცის?

კალაძე: თქვენ რომ თქვით ახალ ზედმეტი კილოგრამები, ეს ყოველთვის პრობლემაა. თუ თქვენ რეგულარულად მიირთმევთ ქართულ კერძებს, იქ ძალიან ბევრი კალორიაა და წონის კონტროლიც რთულია. მე მაგალიტად ძალიან მიყვარს ხინკალი, ქაბაბი, იმერული და აჭარული ხაჭაპური, წითელი ღვინო. მე არ ვსვამ ბევრ ღვინოს, მაგრამ 1 ჭიქა წითელი ღვინო ორგანიზმისთვის ძალიან აკრგია. ჩამოდით საქართველოში, თბილისში, ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით

მოგვიანებით, კალაძემ

განმარტა,  რომ ის სამუშაოებზე იმყოფებოდა რამდენიმე დღის წინ და ყავის ასაღებად შესულს შემთხვევით შეხვდა.

,,არ ვიცი ეს კონკრეტული ადამიანი ბლოგერია თუ ჟურნალისტი. რამდენიმე დღის წინ, მუნიციპალიტეტის სამუშაოებზე ვიმყოფებოდი. შემდეგ ერთ-ერთ კაფეში ყავის საყიდლად შევედი. აბსოლუტურად შემთხვევით შევხვდი ამ ქალბატონს. მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს ვაკეთებო და შეკითხვები დამისვა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე ახლაც ვიტყვი, რომ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა. რუსი იქნება, უკრაინელი, იტალიელი, ამერიკელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველას შეუძლია ჩამოსვლა და სასიამოვნო დღეების გატარება. ისინი დახარჯავენ ფულს, ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას და იმ ადამიანებს, ვინც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ…

შეკითხვა შეეხებოდა სტუმარმასპინძლობას და მეც ვუპასუხე. რა თქმა უნდა, ტრადიციული საჭმელების გარდა, ჩვენ ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა საინტერესო და ამიტომ აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს ინტერესი. მათ შორის ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ეს არის ჩვენი კულტურის, ადათ-წესების ნაწილი.“

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved