• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აბორტის შედეგად დაღუპულ ჩანასახს 70-იანი წლებიდან იყენებენ წამლების და ვაქცინების შექმნის პროცესში“ – ზაალ კოკაია

ალია ავტორი - ალია
17:32 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს.

„ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს!

ერთ-ერთი გავრცელებული ანტივაქსერული დებულება გვამცნობს, რომ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს.

ეს აბსოლუტური ტყუილია!

სინამდვილე კი არის შემდეგი:

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიდერლანდებში, აბორტის შედეგად დაღუპული ადამიანის ჩანასახის თირკმლის უჯრედების გენეტიკური მოდიფიცირებით მიღებული იყო უჯრედული ხაზი HEK923
(Human Embryonic Kidney), რომელსაც მას შემდეგ იყენებენ ლაბორატორულ კვლევებში, წამლების და ვაქცინების შექმნის პროცესში. ყველაზე ინტენსიურად, HEK923 უჯრედები გამოიყენეს ა ს ტ რ ა-ზ ე ნ ე კ ა ს ვაქცინის დიზაინის პროცესში, ასევე ვირუსის გასამრავლებლად და უჯრედებზე ამ ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

ს ი ნ ო ვ ა კ ი ს და ფ ა ი ზ ე რ ი ს ვაქცინების შემთხვევაში HEK923 გამოიყენეს მხოლოდ უჯრედებზე ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად. რაც შეეხება ს ი ნ ო ფ ა რ მ ი ს ვაქცინას, მისი შექმნის და გამოცდების დროს ადამიანის უჯრედული ხაზები საერთოდ არ გამოუყენებიათ . ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი არც ერთი ვაქცინა არათუ ადამიანის ჩანასახის უჯრედებს, არამედ ამ უჯრედების ნაწილაკებსაც კი არ შეიცავს!

დღესდღეობით, ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენებით ათასობით სამეცნიერო კვლევა ტარდება და შეიქმნა სიცოცხლის გადამრჩენი ჩუტყვავილის, ქუნთრუშას, წითურას, A ჰეპატიტის, პოლიომელიტის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები. ეს უჯრედული ხაზები ასევე ინტენსიურად გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების შესაქმნელ კვლევებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აბორტი სპეციალურად არ გაკეთებულა ადამიანის არც ერთი უჯრედული ხაზის მიღების მიზნით. ყველა შემთხვევაში, უჯრედული ხაზები მიიღეს ლეგალური აბორტირებული, მკვდარი ჩანასახის უჯრედების გენეტიკური მოდიფიკაციით და მრავალჯერადი გამრავლებით.

თანაც, ეს მოხდა ათწლეულების წინ და დღესაც მეცნიერები თავის კვლევებში იყენებენ იმ ერთეული აბორტების შემდეგ მიღებული უჯრედების შთამომავალ უჯრედებს. 2020 წელს ჩატარებული გათვლებით ერთ-ერთი ასეთი უჯრედული ხაზის (WI-38) გამოყენებით ვაქცინების შექმნამ დაახლოებით 10 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა).

დ ა ს კ ვ ნ ა:

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავს ადამიანის ჩანასახის უჯრედებს. თუკი ვირუსის წარმოების ან გამოცდის პროცესში ამ უჯრედების გამოყენება თქვენთვის წარმოადგენს მორალურ, ეთიკურ ან რელიგიურ პრობლემას, შეგიძლიათ აიცრათ ს ი ნ ო ფ ა რ მ ი ს ვაქცინით, რომელიც შეიქმნა ადამიანის ჩანასახის უჯრედული ხაზების გამოყენების გარეშე და საკმაოდ ეფექტურია დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული კოვიდის დელტა შტამის წინააღმდეგ ვაქცინა გვიცავს! მე ვირჩევ აცრას“, – წერს ზაალ კოკაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved