• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აბა, რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი საპატიმროდან

ალია ავტორი - ალია
18:13 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
990

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება:

“აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს დაფიქსირებული იმ ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს.
ჩემთვის პრინციპული საკითხია ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნებისმიერ ტყუილში. რადგან რეჟიმი დგას ტყუილზე. თითოეული მოქალაქის, და პირველ რიგში, პოლოტიკოსების მხრიდან უარი ტყუილში მონაწილეობაზე (და უკვე შემდეგ გამბედაობა, რომ სიმართლე ხმამაღლა იყვირო) არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის.
მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს (შეიძლება ვერ ვხსნი გასაგებად), ამიტომ აქ სხვა რაღაცებს დავწერ.
1. ამოცანა არაა კამათი მოვიგოთ და უფრო მაგარი გამოვჩნდეთ. ამოცანაა – რეჟიმი დავამარცხოთ.
ნებისმიერი მცდელობა მამუკა ხაზარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენების, იმის პირდაპირ თუ ირიბად მითითებით, თითქოს შანსი იყოს რომ ივანიშვილს გაურიგდა, რადგან დისკუსიას ითხოვს ამ ე.წ არჩევნების საკითხზე, არის კონტრპროდუქტიული.
იგივე ლოგიკით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის გარიგებული, რადგან ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია მგონია პრინციპული. შევეშვათ ამ მარაზმს, სირცხვილია.
2. არანაირ დედაქალაქს ან დიდ ქალაქებს რეჟიმი არ დათმობს. ეს არის ზღაპარი.
აქ მილიონი არგუმენტის დაწერა შეიძლება, მაგრა მთავარი კითხვა არის – რა ხდება, თუ რეჟიმი აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს იმ რიცხვებს, რა რიცხვებიც უნდა?
სანამ ამ კითხვაზე არ გვექნება შეთანხმებული პასუხი, მანამდე ხალხს არჩევნებზე ვერ დავუძახებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვით, იქნება ტყუილი და ეს ხალხმაც იცის.
3. შედარება 2003 და/ან 2012 წელთან, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზაციით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ცვლილება – არარელევანტურია.
არც 2003ში და არც 2012ში ხელისუფლებაში რუსები არ იყვნენ. ორივე ეგ ხელისუფლება სენსიტიური იყო დემოკრატიული დასავლეთისგან მომავალი კრიტიკისადმი და არცერთი არ იყო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმაზე წამსვლელი, რაზეც ეს რეჟიმი უკვე მიდის ან აწი წავა. ანუ გამოდის რომ, ამ რეჟიმის რეალურ ბუნებაზე ვერ ვთანხმდებით?
4. სამოქალაქო სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
მედია მოახრჩეს. გამოხატვის თავისუფლებას კლავენ. ოპო პარტიებს გუდავენ. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მათ ხელში და ხელით მართვაზეა. საარჩევნო დავები მურუსიძესთან მიდის. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება აკრძალეს. ტიტუშკების და ბოტების არმიები ჰყავთ მობილიზებული. გისაფრდებიან, გცემენ, გიტაცებენ, გიჭერენ და მეორე მხარეს, სრული დაუსჯელობაა. არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც ასეთ პროცესში მონაწილეობის არ მიღება უბრალოდ პრაგმატულად სწორი კი არა, არამედ თავმოყვარეობის საკითხი ხდება.
რომ დაგვავალდებულონ კლოუნის წითელი ცხვირებით იარეთ, თორემ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოგხსნითო, უნდა ვიაროთ? სად გადის ეს ზღვარი?
– შსს/პროკურატურაში დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
– წულუკიანთან დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
– მანდატებზე ვამბობთ უარს, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
– სასამართლო დარბაზიდან გავდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას
მაგრამ ე.წ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ? ეგ არ არის ცირკი?
აკრობატულ ნომერს არ შევასრულებ, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ცეცხლწაკიდებულ რგოლში თავით გავძვრები და ჰოპს დავიძახებ, გაუგებარია.
თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. თუ ცირკია, ყველგან ცირკია.
რეჟიმის მიზანია, გვაქციოს კლოუნებად. არათანმიმდევრულობა ეხმარება მათ ამ საქმეში.
5. აბა რა ვქნათ?
მე აქედან ჭკუის სწავლებას არ დავიწყებ. მეორე პუნქტში რა კითხვაც დავწერე, იმ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. და მაგ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია გავცეთ. ოღონდ ჯერ ერთად უნდა დავსხდეთ და მაგაზე ლაპარაკი დავიწყოთ.
მანამდე კი, ეს ე.წ არჩევნები ამ ოქტომბერში რომ არ ყოფილიყო და 2027წლის ოქტომბერში რომ ყოფილიყო, მაშინ რას ვაკეთებდით? ვჩერდებოდით? ვიღუპებოდით?
აი, რასაც მაშინ გავაკეთებდით, ეგ გავაკეთოთ.”
| ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
საკანი N220“
თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved