• რეკლამა
  • კონტაქტი
16:48, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

A კატეგორიის ტაქსების ლიცენზიების გამოუყენებელი ნაწილი უქმდება, ნაწილს – მოქმედების ვადა დროებით უწყდება

ალია ავტორი - ალია
12:31 04-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

A კატეგორიის ლიცენზიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც ლიცენზია დღემდე არ გაუაქტიურებიათ, ნებართვა სამუდამოდ გაუუქმდებათ, – შესაბამისი გადაწყვეტილება რეფორმის დაწყებიდანვე იყო ცნობილი.

საქმე ის არის, რომ ლიცენზიების მფლობელებს, ტაქსების ლიცენზიები სპეციალური აპლიკაციით უნდა გაეაქტიურებინათ.

გარდა ამისა, მერიის განმარტებით, თბილისში, მძღოლებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ „A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის შეღავათებით და გადაადგილდებიან ე.წ. ბასლაინზე, არა მგზავრების ასაყვანად, არამედ პირადი კომფორტისთვის, საკრებულოს 28 მარტის გადაწყვეტილებით, ლიცენზია ერთი წლით ჩამოერთმევათ.

შესაბამისად, პოლიციას უფლება მიეცა, ეჭვის შემთხვევაში, ე.წ. ბასლაინზე მოძრავი ტაქსი გააჩეროს და შეამოწმოს, აქვს თუ არა მძღოლს ლიცენზია და მართლა გადაჰყავს თუ არა მგზავრი.
“დადგენილების თანახმად, გამოვლინდება ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მძღოლები A კატეგორიის ტაქსის ნებართვას ფლობენ, თუმცა მგზავრთა გადაყვანის ნაცვლად, საავტობუსო ზოლებში პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან. ცვლილებების მიზანი მსგავსი ფაქტების შემცირება და სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენაა, რათა A კატეგორიის ტაქსების გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული შეღავათით მხოლოდ იმ მძღოლებმა ისარგებლონ, რომლებიც ტაქსით მომსახურებას ახორციელებენ. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელს, ავტომობილის გასხვისების მიუხედავად, A კატეგორიის ტაქსის ნებართვაზე, ერთი წლის განმავლობაში, ამავე ავტომობილის მიბმის საშუალება არ ექნება” – წერია თბილისის საკრებულოს დადგენილებაში.

bm.ge-ის კითხვაზე, რა მექანიზმით უნდა გამოვლინდნენ და დასანქცირდნენ მძღოლები, თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ამაზე ახლა მუშაობენ. მექანიზმის გასარკვევად BMG-იმ საპატრულო პოლიციას მიმართა და მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

“თუ როგორ გამოვლინდებიან ტაქსის სამართალდამრღვევი მძღოლები, ამ საკითხზე მუნიციპალიტეტი ჯერ კიდევ მუშაობს. აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და საბოლოო შედეგები საზოგადოებას ეცნობება”, – წერია მერიის მიერ BMG-სთვის მიწერილ პასუხში.

რაც შეეხება თავად ლიცენზიას, გასული წლის 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება.
„A“ კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის აღება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე იყო შესაძლებელი. საერთო ჯამში 35 ათასზე მეტი ასეთი ნებართვა გაიცა.2023 წლის 1 აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით. ამისათვის ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 აპრილამდე მათ უნდა გაეაქტიურებინათ დოკუმენტი. BMG მერიისგან ელოდება პასუხს, რამდენ პირს აქვს უკვე გააქტიურებული ლიცენზია და რამდენს გაუუქმდა სამუდამოდ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?
ახალი ამბები

IVF-ის შემდეგ ორსულობის ტესტი – როდის და როგორ დგინდება შედეგი?

15:12 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved