• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცადეთ დედას გამოიტიროს ნაბოლარა შვილი” – თამაზ გორთამაშვილის ოჯახი და ახლობლები

ალია ავტორი - ალია
14:28 02-20-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველო საუბრობს.
ვიცნობთ ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ოჯახისა და ავდოკატების განცხადებებს, მოვუსმინეთ პროკურატურას, მაგრამ – ცოტამ თუ იცის, რომ დღეს 28 წლის თამაზ გორთამაშვილს დაკრძალავს ოჯახი…


„ალია“ ესაუბრა თამაზის მეგობრებს, ახლობლებს და ოჯახის წევრებს.


თამაზის ოჯახი:

-გვინდა სიმართლე გაირკვეს და არაფერი დაიფაროს, მაგრამ სანამ ყველაფერი გაირკვევა, გვაცადეთ ძმის, შვილის გამოტირება, გვაცადეთ დაკრძალვა, ნუ გვიკლავთ სიტყვით მეორედ.
თქვენ ხომ არ იცით თამაზი როგორი იყო, ადამიანს ვერ იპოვნით, ვისთანაც ნაჩხუბარი იქნებოდა, არასოდეს უხულიგნია, არასოდეს იყო დაკავებული…
თქვენ ხომ არ იცნობდით თაზოს, რომლის დაკრძალვასაც არ გვაცდით და გვაიძულებთ ვილაპარაკოთ, კამერების წინ დავდგეთ და მოვყვეთ ის, რისი დეტალებიც ჯერ თავად არ ვიცით ბოლომდე.
აცადეთ დედას გამოიტიროს ნაბოლარა შვილი, აცადეთ დედას ტირილი…
თორემ, ჩვენზე მეტად, არავის სურს სიმართლის დადგენა…
მანამდე კი, ახლა როცა თამაზი ბოლო საათებსა და წუთებს ატარებს სახლში, მის გვერდით გვინდა ვიდგეთ, ვიდგეთ და ვიგლოვოთ…

თამაზის ახლობლები და ნათესავები:

-ერთ თანამშრომელს ვერ იპოვნით, ვისაც თამაზის ჩხუბი კი არა, ხმამაღალი სიტყვა გაეგონოს…
მას შემდეგ, რაც ამდენი ცუდი დაიწერა, იძულებულნი ვართ, აქ ვიდგეთ და ვილაპარაკოთ, არადა, ახლა იქ უნდა ვიყოთ, თამაზის გვერდით… ტელეფონის გახსნა არ გვინდა, ყოველ წუთს რაღაცა იწერება, ყოველ წუთს, ვიღაც ილანძღება, არადა, ეს ადამიანები საერთოდ არ იცნობენ თამაზს, რა ვქნათ, დავდგეთ და ვაქოთ? დავდგეთ და მოვყვეთ, როგორი თბილი, როგორი კეთილი, როგორი კარგი იყო? როგორ უყვარდა სიცოცხლე?
თამაზი 8 თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედამ მარტომ გაზარდა სამი ვაჟი. რამდენი ტკივილი, რამდენი გაჭირვება აქვს გამოვლილი.
ყოველთვის მუშაობდა, აი, ფულის კი რა გითხრათ, ფულს როგორ შევინახავ, როცა ამდენი გაჭირვებულიაო – ამბობდა და მართლაც ვერასოდეს ინახავდა, მიდიოდა და ისევ ისე ღიმილით მუშაობდა.
ხომ არ იქნება რთული იმის დადგება, რომ არასოდეს უხულიგნია, არასოდეს ყოფილა დაკავებული სამართალდამცველების მიერ, ყოველთვის რომ მუშაობდა, არც მაგის დადგენა იქნება რთული.
თამაზი იმ ბარში აღარ მუშაობდა, უკვე სამი კვირაა თითქმის, ინსტრუქტორად მუშაობდა მხოლოდ. შესაბამისად, მასთან, როგორც ბარმენთან კონფლიქტი ვერავის ექნებოდა.
მედიაში გაჟღერდა, რომ ოჯახი და ახლობლები შსს-ს არ ვენდობით, იგივე ადამიანები ვესაუბრეთ იმ მედიასაც, არ გვითქვამს მსგავსი, პირიქით, ვთქვით, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას ვენდობით, ამ ეტაპზე ჩვენ ვერც ვფიქრობთ სხვაზე ვერაფერზე, გარდა იმისა, რომ თამაზი აღარ გვყავს,
იმედი გვაქვს, გამოძიება დაადგენს სიმართლეს. დაადგენს იმ ჩანაწერზეც ვინ ვინ არის, ვინ ჩხუბობს, ვინ აშველებს.
ჩვენ როგორც ვიცით, თამაზი გაშველებას ცდილობდა, მაგრამ ეგაც გამოძიებამ დაადგინოს.
გასროლა კაზინოს წინ მოხდა, ამიტომ, მაგ მონაკვეთის ჩანაწერიც ექნება გამოძიებას ამოღებული.
აუცილებლად უნდა გაირკვეს სიმართლე, შეიძლება ვინმემ ახლა თქვას, რაღა აზრი აქვსო, მაგრამ ჩვენთვის აქვს, ჩვენ 28 წლის ბიჭი მოგვიკლეს და ახლა მეორედ გვიკლავენ ბრალდებებით და ლანძღვით!

ალია, თამო კეშელავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved