• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირდაპირ მოიტყუა, ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა – აკაკი მინაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:23 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ენმ-ს წევრი, აკაკი მინაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან “დღის სტუმრის” ეთერში გუშინ გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს ამნისტიის პროექტზე, ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, პრეტენზიები არ ჰქონია, ასევე “დღის სტუმარში” უპასუხა და თქვა:

“მან პირდაპირ მოიტყუა, ძალიან ცალსახად, ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა.

ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც პირველად გამჟღავნდა რა დეტალებზე მიდიოდა საუბარი დანიელსონის ფორმატში, ეს იყო 30 მარტი, მეორე დღესვე, როდესაც მე მქონდა საშუალება მქონოდა კომუნიკაცია მედიასთან, როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა, ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩემი და ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ამნისტიასთან მიმართებაში.

13 აპრილს, ნიკა მელიამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია სასამართლოზე ამნისტიასთან მიმართებაში და თქვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ისტორიის გადაწერაში.

ასევე შიგნით იყო ჩვენი პოზიცია ძალან ცხადი და სალომე სამადაშვილმაც კარგად იცის. სხვათა შორის მან დასვა კითხვა, რომ რას ეხებოდა… ბუნდოვანი იყო ეს საკითხი, სალომემ წამოჭრა, შემდგ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ თუ ამ ამნისტიის ფარგლებში მოხდებოდა იმ ადამიანების გათავისუფლება თანამდებობის პირების, ან პოლიციელების ვინც ძალადობა გამოიყენა, ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ ამნისტიის მხარდაჭერა.

ეს პოზიცია იყო დაფიქსირებული და ყველა პარტნიორმა პარტიამ ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, იცოდა, რომ ნიკა მელას ჰქონდა მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება მისი გამოშვების იმ მეთოდზე, რომელზეც იყო საუბარი მოლაპარაკების პერიდოში და რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგ ამ პარტიებმა.

საუბარი იყო გირაოს გადახდაზე – აქ იყო საჭირო ნიკა მელიას თანხმობა ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი და ამას შემდეგ ებმებოდა ამნისტია და ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ ეს ამნისტია მოიცავდა პოლიციელებს და თანამდებობის პირებს. ეს იყო ჩვენთვის და ნიკა მელიასთვის მიუღებელი და ეს იცოდა ყველამ.”

თეგები: აკაკი მინაშვილიგიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved