• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე საქართველოში გიჟური მხარდაჭერა მაქვს, ნავალნის რუსეთში ასეთი არ აქვს – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:10 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ახლო მომავალში ხელისუფლება შეიცვლება. ამის შესახებ მან Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ იგი ხსნის საკითხს რეფერენდუმისთვის ხელისუფლების შეცვლის შესახებ მიმდინარე წლის შემოდგომაზე. მე პირადად და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით. ჩვენ ბოლომდე მივალთ და არ მივცემთ მათ ქვეყნის განადგურების უფლებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ისევე მოექცეს, როგორც რუსეთი მოექცა ნავალნის, მან განაცხადა:

„მე ვფიქრობ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია. მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის მე გმირად მივიჩნევ, მაგრამ მას ჯერ მთელი რიგი მიზეზების გამო ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში ექნება, თუ გადარჩება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას ნავალნისგან უსიამოვნო რაღაცებიც ახსოვს, თუმცა რუს ოპოზიციონერს „წინააღმდეგობის გმირობის სიმბოლოდ“ მიიჩნევს.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved