• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

SOS -საქართველოს მსროლელთა გაერთიანების განცხადება – 08.03.2019

ალია ავტორი - ალია
21:18 02-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117

SOS!!! მეგობრებო, განიხილება და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები რომლიც მიხედვითაც:
• საქართველოში რეგისტრირებული ყველა იარაღი 2020 წლამდე დაექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას.
• ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ „ექსპერტები“ გადაწყვეტენ ესა თუ ის იარაღი სანადიროა თუ არა. (როგორც იცით ამჟამად ყველა გრძელულიანი იარაღი სანადირო იარაღად არის გაფორმებული)
• საუბარია AR, AK და სხვა ტიპის იარაღები თავდაცვის იარაღებად კლასიფიცირებაზე, რაც ავტომატურად მათი გადატანის და სასროლეთზე სროლის უფლებას შეზღუდავს.
• საუბარია ასევე ლულის სიგრძეების შეზღუდვაზე. გარდა ზემოხსენებული სისტემებისა, ოპტიკიანი, ან არაოპტიკიანი კარაბინები, უამრავი თანამედროვე სისტემა არასანადირო იარაღები გამოდის. 
• დაგეგმილია ზოგიერთი კალიბრის საერთოდ ამოღება სამოქალაქო ბრუნვიდან, მაგალითად 5.56*45, 5.45*39 
• უქმდება სავალდებულო გამოცდები, რაგან, თურმე ზოგიერთი გამოცდის ვერ ჩამბარებელი თანამოქალაქისთვის ნადირობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალება ყოფილა 
• მკაცრდება კანონი ცივი და სასროლი ცივი იარაღით ვაჭრობაზე შემოტანაზე და დამზადებაზე. (სხვათშორის მშვილდოსნობა დღემდე ოლიმპიური სპორტის სახოებაა)


ნუ იზავთ ამ ყველაფერს ამ ფორმით. თუ ამ ყველაფერის აზრი დანაშაულის შემცირება არის, მაშინ ეს დადებით შედეგს არ მოიტანს, პირიქით ავტომატურად კრიმინალები გახდება ის ხალხი ვისაც აქამდე კანონი არ დაურღვევია. 
გაცნობებთ, რომ : 
• მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში, გარდა მონადირისა არსებობს „მსროლელის“ცნება. ესენი არიან ადამიანები რომლებიც სპორტული სროლით არიან გატაცებულნი და ნადირობა საერთოდ არ არინტერესებთ. ესეთი ხალხი ჩვენს საზოგადოებაშიც ბევრია და ამ ხალხის კანონგარეშე დატოვება არ შეიძლება. დღევანდელი კანონმდებლობა „მსროლელ სპორცმენს“ არ ცნობს. არსებული რეგულაციების მიხედვით იარაღის მფლობელი ან მონადირე არის ან კრიმინალი, რაც ცალსახად არასწორია.
• საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს სხვა უფლებებთან ერთად, აქვს განვითარების უფლება. ისედაც ნაწილობრივად შეზღუდულ ამ უფლებას ეს რეგულაციები ბოლომდე შეზღუდავს და შესაბამისად ეს ცვლილებები არაკონსტიტუციურია. 
• საქართველოში თითმის 150 000 რეგისტრირებული იარაღების ნაწილი არის ზუსტად იმ ტიპის რომელიც უფრო სპორტულია ვიდრე სანადირო. ამ იარაღების ყიდვისას ხალხმა ფული იმაში გადაიხადა რომ ევარჯიშათ და არა იმაში რომ სახლში დაედოთ. მსგავსი რეგულაციების მიღებისას მაგალითად ავსტრალიას მოუწია ყველა ასეთი იარაღის საბაზრო ფასად უკან გამოსყიდვა. 
• ქვეყანას ჭირდება ახალი კანონი „იარაღის შესახებ“ რადგან არსებული კანონი მოძველებულია და ბევრი პუნქტი საერთოდ ვერ მოყვება თანამედროვეობას. ჩვენ მზად ვართ რომ ამ კანონის დაწერაში დაგეხმაროთ. 
• იარაღის კლასიფიცირება აუცილებელია, მაგრამ ერთი ტიპის იარაღის (მაგ. გლუვლულიანის) უგამოცდოდ ყველაზე მიცემა და დანარჩენი ტიპის იარაღების უბრალოდ აკრძალვა კარგს არაფერს მოიტანს. ზუსტად გლუვლულიანი რეგისტრირებული იარაღით უფრო მეტი დანაშაული ხდება ვიდრე რეგისტრირებული ხრახნლულიანით. 
• გამოცდები კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა გამკაცრდეს და ბევრად უფრო მორგებული უნდა იყოს რეალობაზე. (სულ არ აიტერესებს მაგალითად პრაკტიკულ მსროლელს რუხი წერო წითელ წიგნშია თუ არა) 
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, გარდა თეორიული გამოცდებისა საკმაოდ რთული პრაკტიკული გამოცდების ჩაბარება უწევს ლიცენზიის მაძიებელს. 
ამ ყველაფრით დამატებითი შემოსავლის მიღებაც შეუძლია ქვეყანას. 
• აუცილებელია რელოადინგის „ლეგალიზაცია“ 
• გადასახედია ის პირობები რომლებსაც კანონი თხოვს სასროლეთის ლიცენზიის მაძიებელს. 5 მეტრიანი ბეტონის ღობის შემოვლება სასროლეთზე აბსურდია და მეტად საფრთხის შემცველია. საქართველოში არ არსებობს არცერთი ლიცენზირებული ღია ტიპის სასროლეთი. მათ შორის არც ბოლო წლებში გახსნილი კაჭრეთის ამბასადორისა და საირმის „სასროლეთები“. 
• აუცილებელია, რაიმე ფორმით(ონლაინ აპლიკაცია ან სხვა) თავდაცვის მოკლე ლულიანი იარაღის მფლობელს ქონდეს შესაძლებლობა საკუთარი იარაღის ტირში მიტანის და სროლის. 
ეს არასრული ჩაონათვალია იმ პრობლემებისა რომლებიც ამჟამად არსებობს.

08 მარტი, 2019 წელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved